From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბიის სამზარეულოს (المطبخ الليبي ბევრი საერთო აქვს და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს ტრადიციებთან. ლიბიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბაზინი უსაფუარო პური, რომელსაც ამზადებენ ქერით, წყლით და მარილით.[1] ქერის ფქვილის წყალში ხარშავენ და შემდეგ ცომის მისაღებად ურევენ სპეციალურად ამ კერძისათვის დამზადებული ჯოხით, რომელსაც მაღრაფს უწოდებენ.[2] აკრძალულია ღორის მოხმარება შარიათის, ისლამის რელიგიური კანონების შესაბამისად. ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში განსაკუთრებით იგრძნობა იტალიური სამზარეულოს გავლენა.. გავრცელებულია მაკარონისა და ზღვის პროდუქტების კერძები. სამხრეთ ლიბიის სამზარეულო უფრო ტრადიციულად არაბული და ბერბერულია. ჩვეულებრივ ხილსა და ბოსტნეულში შედის ლეღვი, ფინიკი, ფორთოხალი, გარგარი და ზეთისხილი.
ლიბიის ტრადიციულ საკვებს აქვს ოთხი მთავარი ინგრედიენტი: ზეთისხილი (და ზეითუნის ზეთი), ფინიკის პალმა, მარცვლეული და რძე. ამ უძველესი საკვების გამოყენება ჯერ კიდევ ნეოლითის ხანიდან იწყება, როდესაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს მოსავლის აღება და გარემოდან ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენება. მარცვლეულს ხალავენ, ფქვავენ ცრიან და პურის, ნამცხვრების, სუპების, აუზის და სხვა ცომის კერძების დასამზადებლად იყენებენ. ფინიკის მოსავლის აღება, გამოშრობა და შენახვა ხდება წლის ბოლომდე; მათი მირთმევა შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი სახით, ასევე სიროფში მოხარშვა, ან მსუბუქად მოხალვა და "ბსისით" ან რძით მირთმევა. ეს ტრადიციული და გემრიელი საუზმე ძალიან გავრცელებული იყო ქვეყანაში ბოლო დრომდე, როდესაც მრავალი ტრადიციული კერძი და პროდუქტი ჩაანაცვლა თანამედროვე , ნაკლებად ჯანსაღმა, ცხიმებით მდიდარი საკვებმა. [3]
ლიბიის სამზარეულო უხვად იყენებს ცხარე სანელებლებს.ბაზინი არის ჩვეულებრივი ლიბიური კერძი, რომელიც მზადდება ქერის ფქვილისა და მცირე რაოდენობით ხორბლის ფქვილისგან, რომელსაც ადუღებენ მარილიან წყალში მაგარი ცომის დასამზადებლად, შემდეგ კერძის შუაში მომრგვალებულ, გლუვ გუმბათს ათავსებენ. კერძის ირგვლივ სოუსი მზადდება შემწვარი ცხვრის ხორცით, დაჭრილი ხახვით, კურკუმას, მარილის, კაიენის წიწაკის, შავი პილპილის, ფენუხის, პაპრიკას და ტომატის პასტის დამატებით. ასევე შესაძლებელია კარტოფილის დამატება. ბოლოს, ადუღებენ რამდენიმე კვერცხს და ირგვლივ ალაგებენ. კერძს მიირთმევენ ლიმნით და დამწნილებული ჩილის წიწაკით, რომელიც ამსიარის სახელით არის ცნობილი. ბატატა მუბატტანა ( კარტოფილი გარნირით) კიდევ ერთი პოპულარული კერძია. შემწვარი კარტოფილის ნაჭრებს შიგთავსად უკეთებენ სანელებლებით შეზავებულ ფარშირებულ ხორცს, რთავენ კვერცხითა და პურის სუხარით.
პოპულარული კერძია ' მბეკბა- უნიკალური ლიბიური წვნიანი მაკარონით ან სპაგეტით. მაკარონის მოხარშვის ევროპული მეთოდისაგან განსხვავებით, ლიბიელები მაკარონს ადუღებენ სოუსით, რაც მაკარონს ნამდვილ არომატს უმატებს. მისი დამზადება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მაკარონით. უმარტივესი კერძის მომზადებაში იგულისხმება ხახვის შეწვა ზეთში, პომიდვრის, ჩილის, კურკუმას დამატებით. შემდეგ სოუსს უმატებენ ცხვრის ნაჭრებს, მუხუდოს, ნიორსს ზეითუნის ზეთს, ლიმონს და პურის ქერქს. ასევე შესაძლებელია სხვა ბოსტნეულის დამატება, როგორიცაა გოგრა, კარტოფილი და მწვანე წიწაკა.
ასევე პოპულარული კერძებია:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.