From Wikipedia, the free encyclopedia
ლინდენი (ინგლ. Linden) ― ქალაქი გაიანაში, ზემო დემერარა-ბერბისის ადმინისტრაციული ცენტრი და ქვეყნის სიდიდით მე-2 ქალაქი. მდებარეობს მდინარე დამერარას ნაპირზე, გაიანას დედაქალაქ ჯორჯტაუნიდან 105 კმ-ის მანძილზე სამხრეთით.
ქალაქი | |
---|---|
ლინდენი ინგლ. Linden | |
ხედი მდინარე დამერარიდან | |
ქვეყანა | გაიანა |
რეგიონი | ზემო დემერარა-ბერბისე |
კოორდინატები | 6°00′00″ ჩ. გ. 58°18′00″ დ. გ. |
დაარსდა | 1970 წელი |
ცენტრის სიმაღლე | 48 მ |
მოსახლეობა | 27,277 კაცი (2012[1]) |
XX საუკუნემდე დღევანდელი ლინდენის ტერიტორიაზე დასახლებები არ არსებობდა. 1913 წელს ამერიკელმა გეოლოგმა ჯორჯ მაქენზიმ აქ ბოქსიტის ბუდობები აღმოაჩინა, რასაც დასახლების დარსება მოყვა.
ბოქსიტის კომერციული მოპოვება ლინდენში ასი წლის წინ დაიწყო. 1916 წელს შეიქმნა დემერარას ბოქსიტის კომპანია (DEMBA). მისი მიზანი ბოქსიტის მოპოვება, გადამუშავება და გაყიდვა იყო.[2]
1964 წელს სოფელ ვისმარში ეთნიკური უმცირესობების დევნა დაიწყო. 20-26 მაისის პერიოდში შეინიშნებოდა ფიზიკური ძალადობა უმცირესობების წინააღმდეგ.
1964 წლის 6 ივლისს, ჯორჯტაუნი-ლინდენის რეისზე მიმავალი საზღვაო ხომალდი "სონ ჩეპმენი" აფეთქდა და ჩაიძირა.[3] შედეგად 76 ადამიანიდან მხოლოდ 33 (მათ შორის მთლიანი ეკიპაჟი) გადარჩა.
ლინდენის სოციალურ-კულტურული მემკვიდრეობის მუზეუმი მდებარეობს ლინდენის ცენტრში. მუზეუმში წარმოდგენილია ლინდენის თემის კულტურისა და მემკვიდრეობის არტეფაქტები და სურათები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.