From Wikipedia, the free encyclopedia
ლინჩეპინგი (შვედ. Linköping) — ქალაქი სამხრეთ-ცენტრალურ შვედეთში, ესტრეგეტლანდის ლენის დედაქალაქი და თავისივე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 104 232 ადამიანს შეადგენს.[1] ქალაქი ლინჩეპინგის ეპარქიის ცენტრია თავისი საკათედრო ტაძრით. ამავე დროს, ლინჩეპინგი ძველი კულტურული რეგიონის ცენტრია, 1987 წელს მან 700 წლის იუბილე იზეიმა. დღეისათვის, ქალაქში ფუნქციონირებს 1975 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, განვითარებულია მაღალტექნოლოგიური წარმოება.
ქალაქი | |
---|---|
ლინჩეპინგი შვედ. Ängelholm | |
ქალაქის ცენტრალური მოედანი | |
ქვეყანა | შვედეთი |
კოორდინატები | 58°24′00″ ჩ. გ. 15°37′00″ ა. გ. |
ფართობი | 42,16 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 45 მეტრი |
მოსახლეობა | 104 232 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 2 472 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 |
სატელეფონო კოდი | 013 |
საფოსტო ინდექსი | 58X XX |
ოფიციალური საიტი | http://www.linkoping.se/ |
ლინჩეპინგი არა მარტო მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, არამედ შვედეთის აეროსანავიგაციო ინდუსტრიის ცენტრიცაა, აქ ფუნქციონირებს კომპანია Saab-ის აეროსანავიგაციო ქარხანა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.