ლოქის უღელტეხილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლოქის უღელტეხილი[1][2] — უღელტეხილი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ლოქის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1838 მ. აკავშირებს მდინარე ხრამის მარჯვენა შენაკადის — მაშავერისა და დებედის აუზებს. ლოქის უღელტეხილის მიდამო აგებულია ეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით და სუბალპური მდელოთი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლოქი. |
სწრაფი ფაქტები ლოქის უღელტეხილი ...
ლოქის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 41°13′10″ ჩ. გ. 44°22′02″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დმანისის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1838 მ |
ქედი | ლოქის ქედი |
აკავშირებს | მაშავერისა და დებედის აუზებს |
ამგებელი ქანები | ვულკანოგენური ქანები |
ფლორა | ფართოფოთლოვანი ტყე მდელოები |
დახურვა