From Wikipedia, the free encyclopedia
ლუიზიადის არქიპელაგი (ინგლ. Louisiade Archipelago) — არქიპელაგი მარჯნის ზღვაში, კუნძულ ახალი გვინეის სამხრეთ-აღმოსავლეთით (მელანეზია). შედის პაპუა-ახალი გვინეის ტერიტორიის შემადგენლობაში. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება რეგიონ პაპუას პროვინცია მილნ-ბეის.
მშობ. სახელი: ინგლ. Louisiade Archipelago | |
---|---|
ლუიზიადის არქიპელაგი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 11°12′ ს. გ. 153°00′ ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | დაახლოებით 100 |
მთავარი კუნძული | ვანატინაი |
ფართობი | 1790 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 806 მ |
პაპუა-ახალი გვინეა | |
რეგიონი | პაპუა |
პროვინცია | მილნ-ბეი |
ლუიზიადის არქიპელაგი წარმოადგენს ათი დიდი ვულკანური კუნძულების ჯგუფს, გარშემორტყმული მარჯნის რიფებით, და კიდევ დაახლოებით 90 უფრო მცირე მარჯნის კუნძულებს, რომლებიც მდებარეობენ დაახლოებით 200 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით კუნძულ ახალი გვინეიდან. აექიპელაგი გადაჭიმულია 105 კმ მანძილზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და 420 კმ-ზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, რომელსაც უკავია დაახლოებით 26 ათასი კმ² ზღვის სივრცე სოლომონის ზღვის ჩრდილოეთსა და მარჯნის ზღვის სამხრეთს შორის.[1] არქიპელაგი მთაგორიანია, სიმაღლე — 806 მეტრი. ლუიზიადის არქიპელაგის ხმელეთის საერთო ფართობი შეადგენს დაახლოებით 1790 კმ²-ს. მათ შორის ყველაზე დიდებია:
ლუიზიადის არქიპელაგზე კლიმატი ნოტიოა, ტროპიკულია, ამიტომ არქიპელაგის კუნძულები დაფარულია ხშირი მცენარეულობით, მათ შორის წვიმიანი ტყეებით.[2] ადგილობრივი ფლორა და ფაუნა განსხვავებულია დიდი მრავალფეროვნებით. გვხვდება რამდენიმე ენდემური სახეობა.[2]
ევროპელთაგან კუნძულები პირველმა აღმოაჩინა ესპანელმა მოგზაურმა ლუის ვაეს დე ტორესმა, 1606 წელს მან აღმოაჩინა არქიპელაგის შემადგენლობაში მყოფი კუნძულები ბასილაკი და ვანატინაი[3], თუმცა შეიძლება დავუშვათ, რომ მანამდე გაცილებით ადრე არქიპელაგზე იყვნენ მალაელი და ჩინელი ზღვაოსნები.[4] 1768 წელს კუნძულები ხელახლა აღმოაჩინა უკვე ფრანგმა მოგზაურმა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა, რომელმაც კუნძულებს საფრანგეთის მეფის ლუი XV-ის პატივსაცემად დაარქვა ეს სახელი (მან პირველმა აღმოაჩინა კუნძული როსელი).[3] 1793 წელს ლუიზიადის არქიპელაგის გვერდით გაცურა მეორე ფრანგმა მოგზაურმა — ჟოზეფ ბრუნი დ’ანტრკასტომ, რომელმაც აღმოაჩინა არქიპელაგის ზოგიერთი კუნძული, მათ შორის, კუნძული მისიმა.[3] 1849 წელს კუნძულების გვერდით გაცურა კაპიტანმა ოუენ სტენლიმ.[4]
1888 წელს მოხდა ლუიზიადის არქიპელაგის ფორმალური ანექსია ბრიტანეთის იმპერიის მიერ, რომელიც გახდა ბრიტანეთის ახალი გვინეის ნაწილი (1904 წლიდან — პაპუას ტერიტორია ავსტრალიის მმართველობის ქვეშ).[5]
1975 წლიდან ლუიზიადის არქიპელაგი დამოუკიდებელი სახელმწიფო პაპუა-ახალი გვინეის ნაწილია.[5]
არსებობს ოქროს მცირე საბადოები. გაშენებულია ქოქოსის პალმა. მისდევენ თევზჭერას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.