ლუი I (პოლონეთი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ლაიოშ I დიდი (ევლოპული ტრადიციების მიხედვით, ლუდოვიკ I დიდი; უნგრ. I. (Nagy) Lajos, პოლ. Ludwik Węgierski; 1326, ვიშეგრადი, უნგრეთი — 11 სექტემბერი 1382 ტრნავა, სლოვაკეთი) — პოლონეთის მეფე 1370 წლის 17 ნოემბრიდან, უნგრეთის მეფე 1342 წლის 16 ივლისიდან (კორონაცია1342 წ. 21 ივლისი - ლაიოშ I-ის სახელით). წარმოადგენს ანჟუს (ანჟუ-სიცილიის) დინასტიას.
ლუი I დიდი, უნგრელი (ლუდოვიკო I) (ლაიოშ I) | |
---|---|
უნგრ. I. (Nagy) Lajos, პოლ. Ludwik Węgierski | |
პოლონეთის მეფე | |
კორონაცია: | უნგრეთი - 1342 წ. 21 ივლისი, პოლონეთი - 1370 წ. 17 ნოემბერი |
მმართ. დასაწყისი: | უნგრეთი-1342, პოლონეთი 1370 |
მმართ. დასასრული: | უნგრეთი-1382, პოლონეთი-1382 |
წინამორბედი: | კაზიმირ I დიდი |
მემკვიდრე: | იადვიგა პოლონეთის დედოფალი |
სხვა წოდებები: | უნგრეთის მეფე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1326 |
დაბ. ადგილი: | ვიშეგრადი, უნგრეთი |
გარდ. თარიღი: | 11.09.1382 |
გარდ. ადგილი: | ტრნავა, სლოვაკეთი, დაკრძალულია - სეკეშფეხერვარი |
მეუღლე: |
1) მარია ლუქსემბურგელი 2) ელიზაბეტა ბოსნიელი |
შვილები: | ქალიშვილები: ეკატერინე, მარია უნგრეთის დედოფალი, იადვიგა პოლონეთის დედოფალი |
დინასტია: | ანჟუ-სიცილიის სახლი |
მამა: | კარლ რობერტი |
დედა: | ელიზაბეტა პოლონელი |
ხელმოწერა: | |
ლუდოვიკი უნგრეთის მეფის კარლ რობერტის (რომელიც ნეაპოლიტანური ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი იყო) და ელიზავეტა პოლონელის, ვლადისლავ I ლოკიტეკის ქალიშვილის კაზიმირ III-ის პიასტების დინასტიის უკანასკნელი მეფის დის, ვაჟი იყო. უნგრეთის ტახტი ლუდოვიკმა მიიღო მამის სიკვდილის შემდეგ 1342 წელს, მაგრამ ახალგაზრდობაში დედის რჩევებით ხელმძღვანელობდა. 1347 წ. მან ნეაპოლზე ლაშქრობა განახორციელა, იქ მოკლული ძმის შურის საძიებად, მაგრამ მტკიცე წარმატებები მას არ ქონია; 1350 წ. მან გაიმეორა თავისი ლაშქრობა, დაიმორჩილა ნეაპოლი და მისი მართვა დედას გადასცა, თვითონ თავისი მზერა დალმაციოს მიმართა, რადგან ფიქრობდა რომ ის უფრო მნიშვნელოვანი იყო უნგრეთისათვის ვიდრე ვიდრე იტალია. დალმაციაზე დაუფლებისათვის ლუდოვიკოს მოიწია ბრძოლა ვენეციელებთან, მან ბოლოს და ბოლოს გატეხა ისინი და 1356 წელს ისინი აიძულა დალმაციო უნგრეთის შემადგენლობაში ეცნოთ.
1365 წელს ის ბულგარეთის მეფის იოან-შიშმანის წინააღმდეგ წავიდა საომრად და დაიპყრო ვიდანი, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო, რადგანაც შიშმანი თურქ-ოსმალებს შეეკრა. უკანასკნელნი ლუდოვიკოს დროს უნგრეთს არ აწუხებდნენ რადგანაც ბიზანტიასთან ომით იყვნენ დაკავებულნი.