რომაელი პოეტი From Wikipedia, the free encyclopedia
ტიტუს ლუკრეციუს კარუსი (ლათ. Titus Lucretius Carus; დ. ძვ. წ. 99 — გ. ძვ. წ. 55) — ძვ. წ. I საუკუნის რომაელი პოეტი და ფილოსოფოსი. სახელი გაითქვა ფუნდამენტური ფილოსოფიური ნაშრომით De rerum natura (საგანთა ბუნება).
ტიტუს კარუს ლუკრეციუსი დაიბადა ძვ. წ. 99 წელს. იგი ითვლება მატერიალიზმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მხარდამჭერად.
ლუკრეციუსი სხვებისგან გამოირჩეოდა იმით, რომ მას სხვადასხვა შეხედულებები და პოზიციები ჰქონდა ღმერთების რწმენის შესახებ. სულის უკვდავებისა და ღმერთების რწმენის შემუშავებაში, ლუკრეციუსი მნიშვნელოვან როლს სიზმრებს აკისრებდა და ყველას შთააგონებდა, სწორი ახსნა მიეცათ მისთვის. სიკვდილის წინაშე შიშის გასაფანტავად მან თქვა „სიკვდილი მაშინ მოვა, როცა ჩვენ აღარ ვიქნებით“.
ლუკრეციუსის პოზიცია ღმერთებისა და ცრურწმენების გაგებაში ანტიმითოლოგიურ-ანტირელიგიურია, თუმა იგი ათეისტიც არ ყოფილა. ლუკრეციუსი ცდილობდა შემოქმედი და პროვინციული ღმერთის უარყოფას. იგი მეტად მკაცრი მებრძოლის როლში გამოდიოდა კერპთაყვანისმცემლობისა და კერპთმსახურების წინააღმდეგ. მას უმეცრებით გამოწვეულ ბოროტებად მიაჩნდა კერპებისათვის, ქანდაკებებისათვის, მსხვერპლშეწირვის ტრადიციის გადაცემა ადამიანთა მოდგმაში.
ლუკრეციუსი ავტორია პოემის „საგანთა ბუნება“. რომელშიც განხილულია ატომისტური თეორიის გავრცელება და ადამიანის წარმოშობის საკითხები. პოემა 6 წიგნისაგან შედგება:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.