ლუ სიუნი
ჩინელი ნოველისტი და ესეისტი (1881-1936) / From Wikipedia, the free encyclopedia
ჭოუ შუჟენი (დ.25 სექტემბერი, 1881 — გ.19 ოქტომბერი, 1936(1936-10-19)) — ცნობილი, როგორც ლუ სიუნი,[1] ჩინელი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ლექტორი და სახელმწიფო მოხელე. თანამედროვე ჩინური ლიტერატურის წამყვანი ფიგურა. იყენებდა ტრადიციულ და ხალხურ ჩინურ ენებს და იყო მოთხრობების ავტორი, რედაქტორი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, ესეისტი, პოეტი და დიზაინერი. 1930-იან წლებში, რესპუბლიკური ეპოქის ჩინეთში (1912-1949 წწ.) გახდა მემარცხენე მწერალთა ლიგის ხელმძღვანელი ლუ სიუნი დაიბადა მემამულეთა და სახელმწიფო მოხელეების ოჯახში შაოსინგში, ჭეძიანგში. ახალგაზრდობისას, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ლუ ცდილობდა იმპერიული გამოცდების ჩაბარებას, მაგრამ ოჯახის გაღარიბების გამო იძულებული გახდა ესწავლა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სკოლაში, სადაც ასწავლიდნენ "უცხოურ განათლებას". სკოლის დამთავრების შემდეგ ლუმ სწავლა იაპონიაში გააგრძელა. მოგვიანებით დაინტერესდა ლიტერატურის შესწავლით, მაგრამ საბოლოოდ ოჯახის უსახსრობის გამო იძლებული გახდა ჩინეთში დაბრუნებულიყო. ჩინეთში დაბრუნების შემდეგ ლუ სიუნი რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივ საშუალო სკოლებსა და კოლეჯებში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. შემდგომში საქმდება ჩინეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროში.
ჭოუ შუჟენი | |
---|---|
周樹人 (Zhōu Shùrén) | |
ლუ სიუნი, 1930 წელი | |
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1881 წელი |
დაბადების ადგილი | შაოსინგი, ჭეძიანგი, ცინგის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 19 ოქტომბერი, 1936 წელი (55 წლის ასაკში) |
გარდაცვალების ადგილი | შანხაი, ჩინეთის რესპუბლიკა |
დასაფლავებულია | Lu Xun's tomb |
ფსევდონიმი | ლუ სიუნი (ჩინ.: 魯迅) |
საქმიანობა | მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ლექტორი, საჯარო მოხელე |
ენა | ინგლისური ენა, ჩინური ენა და იაპონური ენა |
ეროვნება | ჩინელი |
მოქალაქეობა |
ცინის დინასტია ჩინეთის რესპუბლიკა |
ალმა-მატერი | ტოჰოკუს უნივერსიტეტი, Kobun Institute და Sendai Medical College |
პერიოდი | 1902–1936 |
ჟანრი | მოთხრობა, ესკიზი, ნოველა, პოეზია, პროზა, ესე, ლიტერატურული, კრიტიკა, ისტორია, ავტობიოგრაფია, რედაქცია, ლექცია, თარგმანი |
თემატიკა | ტრადიციული ჩინური კონფუცისტური საზოგადოების, ღირებულებებისა და აზროვნების კრიტიკა |
მიმდინარეობა | ახალი კულტურის მოძრაობა, ოთხი მაისის მოძრაობა, სოციალური და სოციალისტური რეალიზმი |
Magnum opus | შეშლილის დღიურები (1918 წელი) |
ჯილდოები | 100 heroes and model figures who have made outstanding contributions to the founding of New China |
მეუღლე | Zhu An და Xu Guangping |
პარტნიორ(ებ)ი | Xu Guangping |
შვილ(ებ)ი | Zhou Haiying |
ხელმოწერა | |
1919 წლის 4 მაისის მოძრაობის შემდეგ, ლუ სიუნის ნაწერებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩინურ ლიტერატურასა და კულტურაზე. 1949 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ლუ სიუნმა მაო ძედუნის და მთავრობის მოწონება დაიმსახურა. თავად მაო ძედუნი ლუ სიუნის ნაშრომების დიდი თაყვანისმცემელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიუნი იზიარებდა სოციალისტურ იდეებს, იგი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ შეერთებია.