![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bc/Magen_David_Adom.svg/langka-640px-Magen_David_Adom.svg.png&w=640&q=50)
მაგენ დავიდ ადომი
From Wikipedia, the free encyclopedia
მაგენ დავიდ ადომი (ებრ. מגן דוד אדום, აბრევ. მდა ან მადა) — ისრაელის სამედიცინო დახმარების, კატასტროფების, სასწრაფო დახმარებისა და სისხლის ბანკის ეროვნული სამედიცინო სამსახური. სახელი „დავითის წითელ ვარსკვლავს (სიტყვასიტყვით : „დავითის წითელი ფარი“) ნიშნავს. 2006 წლის ივნისიდან, მაგენ დავიდ ადომი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ ოფიციალურად აღიარებულ იქნა, როგორც ჟენევის კონვენციების ქვემდებარე, ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული სადამხმარებლო საზოგადოება, ის ასევე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის წევრიცაა. ისრაელში მდა-ის სასწრაფო დახმარების საკუთარი სატელეფონო ნომერია — „101“[1]