მადრიდის მეტროპოლიტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
მადრიდის მეტროპოლიტენი (ესპ. Metro de Madrid) — მეტროპოლიტენისა და მსუბუქი მეტროს სისტემა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში და რამდენიმე თანამგზავრ ქალაქში: არგანდა, ხეტაფე, ლეგანესი და მოსტოლესი. გაიხსნა 1919 წლის 17 ოქტომბერს. მადრიდის მეტრო მსოფლიოში ყველაზე სწრაფგანვითარებადი მეტროპოლიტენების რიცხვს ეკუთვნის. 2022 წლის მდგომარეობით, ლიანდაგების სიგრძე 294 კილომეტრია და 13 ხაზს, 328 სადგურსა (აქედან 289 მეტროს სადგურია, ხოლო 37 — მსუბუქი მეტროსი) და მოძრავი შემადგენლობის 2400 ერთეულს მოიცავს.
მეტი ინფორმაცია მადრიდის მეტროპოლიტენი, ინფორმაცია ...
მადრიდის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | ესპანეთი |
ქალაქი | მადრიდის დროშა მადრიდი |
გახსნის თარიღი | 17 ოქტომბერი 1919 წ. |
ხაზის სიგრძე | 294 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 328 |
ხაზთა რაოდენობა | 13 |
მგზავრები დღეში | 2.4 მლნ (2021 წ.) |
მგზავრები წელიწადში | 447,82 მლნ. (2021 წ.) |
ხაზების სქემა | |
დახურვა
მადრიდის მეტროპოლიტენის ყოველდღიური სამუშაო საათებია 6:00 — 1:30.