მალაგა (საფეხბურთო კლუბი)
From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბი „მალაგა“ (ესპ. Málaga Club de Fútbol) – ესპანეთის საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქიდან. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. შეიქმნა 1904 წელს. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ლა როსალედაზე, რომელიც 30 044 მაყურებელს იტევს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მალაგა (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სრული სახელი, მეტსახელი ...
სრული სახელი | Málaga Club de Fútbol S.A.D. | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი | ქაფშიები (ანჩოუსები), მედუზები | |||
დაარსდა | 1904; 120 წლის წინ (1904) | |||
სტადიონი |
ლა როსალედა, მალაგა, ესპანეთი (ტევადობა: 30,044 მაყურებელი[1]) | |||
პრეზიდენტი | აბდულა ბინ ნასერ ბინ აბდულა ალ აჰმედ ალ ტანი | |||
მწვრთნელი | მიჩელი | |||
კაპიტანი | დუდა | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2016-17 | მე-11 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
დახურვა
კლუბმა პრიმერა დივიზიონში გაატარა 35 სეზონი, 34 სეზონი სეგუნდა დივიზიონში, 4 სეგუნდა დივიზიონ ბ-ში და 11 სეზონი ტერსერა დივიზიონში. 2002 წელს, „მალაგამ“ შეძლო ინტერტოტოს თასის მოგება, 2002-03 წლების სეზონში კი მონაწილეობა მიიღო უეფა-ს თასის გათამაშებაში, სადაც 1/4 ფინალურ ეტაპზე დამარცხდა. 2012-13 წლების სეზონში ასპარეზობდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, სადაც ასევე 1/4 ფინალამდე გავიდნენ.
2010 წლიდან კლუბის მფლობელია კატარელი ინვესტორი, აბდულა ბინ ნასერ ბინ აბდულა ალ აჰმედ ალ ტანი.