From Wikipedia, the free encyclopedia
მალებოს ტბა (ინგლ. Pool Malebo) — ტბა მდინარე კონგოზე, რომელიც ქვედა დინებაში წინ უსწრებს ლივინგსტონის ჩანჩქერებს. კოლონიამდელ დროში ერქვა ნკუნდის ტბა (ინგლ. Lake Nkunda), ადრე ჰენრი მორტონ სტენლის პატივსაცემად მას ასევე ერქვა სტენლი-პული (ინგლ. Stanley Pool).
მალებოს ტბა | |
---|---|
ინგლ. Pool Malebo | |
დედაქალაქების — ბრაზავილის (კონგოს რესპუბლიკა) და კინშასის (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) თანამგზავრული ფოტოგრაფია | |
კოორდინატები: 4°16′55″ ს. გ. 15°29′19″ ა. გ. | |
მდებარეობა | კონგოს რესპუბლიკა |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 272 მ |
სიგრძე | 35 კმ |
სიგანე | 23 კმ |
ფართობი | 500 კმ² |
მისი სიგრძე 35 კილომეტრია, სიგანე 23 კმ, ხოლო საერთო ფართობი დაახლოებით 500 კმ²-ია. მის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კუნძული მბამუ საერთო ფართობით 180 კმ², რომელიც ეკუთვნის კონგოს რესპუბლიკას. ტბის სიღრმე მერყეობს 3 მეტრიდან 10 მეტრამდე, წყლის დონე წლის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს 3 მეტრით, საშუალოდ ზღვის დონიდან რჩება 272 მეტრ სიმაღლეზე.
ტბა მდინარე კონგოს ზედა დინების სანაოსნო მონაკვეთის დასაწყისია ქალაქებთან მბანდაკა, კისანგანი და ბანგი. ქვედა დინებაში მდინარე კონგო არ არის სანაოსნო — ჭორომების სისტემის გავლით, ცნობილი როგორც ლივინგსტონის ჩანჩქერები, მალევე ეშვება ზღვის დონემდე.
კონგოს რესპუბლიკისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქები (შესაბამისად ბრაზავილი და კინშასა) მდებარეობენ მალებოს ტბის მოპირდაპირე სანაპიროზე.[1][2][3] ეს ორი ქალაქი მსოფლიოში ორი უახლოესი დედაქალაქებია რომისა (იტალია) და ვატიკანის შემდეგ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.