From Wikipedia, the free encyclopedia
მანდალა (სანსკ: मण्डल Maṇḍala „წრე“) — ინდუისტურ და ბუდისტურ რელიგიურ ტრადიციებში არის „წმინდა ხელოვნება“. ძირითადად, მანდალას აქვს კვადრატის ფორმა, ოთხი კარით და შუაში ბინდუიანი წრით. ყოველი კარი T ფორმისაა.[1][2]
მანდალებს აქვთ სულიერი და რიტუალური მნიშვნელობები ბუდიზმშიც და ინდუიზმშიც.[3][4] ტერმინი ინდუისტური წარმოშობისაა და ჩნდება რიგ ვედაში, მაგრამ სხვა დჰარმულ რელიგიებშიც გამოიყენება, ძირითადად ბუდიზმში. ბუდიზმის ვაჯრაჲანულ მიმდინარეობაში, მანდალები ქვიშით ხატვაში გადაისახა.
სხვადასხვა სულიერ ტრადიციაში, მანდალები გამოიყენება სასწავლო იარაღად ყურადღების ფოკუსირებისა და მედიტაციისთვის. დევიდ ფონტანას მიხედვით, მის სიმბოლურ ბუნებას შეუძლია დაეხმაროს „ქვეცნობიერის ძლიერ ღრმა დონეების მიღწევაში, სრულად ეხმარება მედიტატორს, გამოცადოს სრული ერთობის გრძნობა კოსმოსთან მის მრავალფეროვან ფორმებთან ერთად.“[5] ფსიქოანალიტიკოსმა, კარლ იუნგმა, მანდალა დაახასიათა, როგორც „ქვეცნობიერ მე-ს გამოსახვა“.
დღეს, მანდალას ადამიანის მიერ სამყაროს მაკროკოსმოსის ხედვის რაიმე სახის სიმბოლურ გამოსახვასაც უწოდებენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.