From Wikipedia, the free encyclopedia
ხოსე მანუელ სელაია როსალესი' (ესპ. José Manuel Zelaya Rosales; დ. 20 სექტემბერი 1952, კატაკამასი, ოლანჩო, ჰონდურასი) - ჰონდურასის პრეზიდენტი 2006 წლის 27 იანვრიდან 2009 წლის 28 ივნისამდე, ლიბერალური პარტიის წევრი.
'
სწავლობდა ჰონდურასის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ იგი არ დაუმთავრებია. ეწეოდა ფერმერულ მოღვაწეობას მშობლიურ ოლანჩოს დეპარტამენტში, სამჯერ ზედიზედ (1985-1998 წწ.) არჩეულ იქნა ეროვნული კონგრესის დეპუტატად. იყო ინვესტიციების მინისტრი.
1970 წლიდან ლიბერალური პარტიის წევრია. 1985 წელს აირჩიეს დეპუტატად ოლანჩოს დეპარტამენტიდან. 2005 წლის 27 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 50,7 % და 2006 წლის 27 იანვარს დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა.
2009 წლის 14 მარტს სელაიამ გამოთქვა სურვილი კვლავ ეყარა კენჭი პრეზიდენტის თანამდებობაზე, რასაც კრძალავდა 1982 წელს მიღებული კონსტიტუცია. მისი უფლებამოსილება წყდებოდა 2010 წლის 27 იანვარს, საპრეზიდენტო არჩევნები კი უნდა ჩატარებულიყო 2009 წლის 29 ნოემბერს. უფლებამოსილების გაგრძელება მხოლოდ რეფერენდუმის გზით კონსტიტუციაში ცვლილებები შეტანის შედეგად მოხდებოდა. რეფერენდუმი 2009 წლის 28 ივნისს დანიშნა.
სწორედ ამ დღეს 28 ივნისს გამთენიისას ჯარისკაცებმა საკონსტიტუციო რეფერენდუმის ჩატარების გარშემო შექმნილი უთანხმოების ფონზე ბლოკირება გაუკეთეს პრეზიდენტის სასახლეს, პრეზიდენტი დააპატიმრეს და გადაიყვანეს ტეგუსიგალპას სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, საიდანაც იძულებით გადაიყვანეს კოსტა-რიკაში.
დაოჯახებულია, ჰყავს 4 შვილი.
წინამორბედი: რიკარდო მადურო |
ჰონდურასის პრეზიდენტი 2006 – 2009 |
შემდეგი: რობერტო მიჩელეტი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.