მარავი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარავი (ოფიციალურად მარავის ისლამური ქალაქი; ტაგალ. Islamikong Lungsod ng Marawi) ― მეოთხე კლასის შემადგენელი ქალაქი და სამხრეთ ლანაოს პროვინციის დედაქალაქი, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 207 010 ადამიანს შეადგენს.
მარავი | |
ქვეყანა | ფილიპინები |
---|---|
კოორდინატები | 8°00′11″ ჩ. გ. 124°17′06″ ა. გ. |
დაარსდა | 1639 |
ფართობი | 87.55 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 710 მეტრი |
მოსახლეობა | 207 010 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | ფილიპინების სტანდარტული დრო |
სატელეფონო კოდი | 63 |
საფოსტო ინდექსი | 9700 |
მარავის მკვიდრებს ხშირად მარანაოებს უწოდებენ. მოსახლეობის მშობლიური ენა მარანაულია. ქალაქს სახელი ეწოდა ლანაოს ტბის შესაბამისად, რომელსაც ადგილობრივები მერანაუს უწოდებენ. მაღლა მდებარეობისა და ცივი კლიმატის გამო ქალაქს ხშირად „სამხრეთის ზაფხულის დედაქალაქს“ უწოდებენ. მსგავსი მეტსახელი აქვს ქალაქ მალაიბალაისაც.
2017 წლის 23 მაისს ქალაქი მარავის ბრძოლის დროს დაზიანდა, როდესაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ქუჩებში მასიური ბრძოლა გააჩაღეს. შეიარაღებული კონფლიქტი 2017 წლის 23 ოქტომბრამდე გაგრძელდა, როდესაც თავდაცვის მდივანმა, დელფინ ლორენსანამ ბრძოლის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ქალაქი ყველაზე მეტადმ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების განსადევნად Phillippine Air Force-ის მიერ განხორციელებული დაბომბვების შემდეგ დაზიანდა.