მარგარეტ ავსტრიელი (1480-1530)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგარეტ ავსტრიელი (გერმ. Margarete von Österreich, ფრანგ. Marguerite d'Autriche, ესპ. Margarita de Austria, იტალ. Margherita d'Asburgo, ნიდერლ. Margaretha van Oostenrijk; დ. 10 იანვარი, 1480 — გ. 1 დეკემბერი, 1530) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან I-ისა და მისი პირველი მეუღლის, ბურგუნდიის ჰერცოგინია მარია I-ის ნაბოლარა ქალიშვილი. თავდაპირველად დანიშნული იყო საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ზე, რომელმაც ცოლად მარგარეტის მამის მეორე ცოლი, ანა ბრეტონელი შეირთო, რის შემდეგაც იგი ასტურიის პრინც ხუან არაგონელზე გაათხოვეს, რომელიც მალევვე გარდაიცვალა, ამის შემდეგ იგი ცოლად სავოიის ჰერცოგ ფილიბერტო II-ს შერთეს, თუმცა ისიც მალევე დაიღუპა. მეორედ დაქვრივებულ მარგარეტს შვილები არ ჰყოლია, რის გამოც სამშობლოში დაბრუნდა, სადაც 1507 წელს მას მისმა ძმიშვილმა კარლ V-მ ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერობა უბოძა.
მარგარეტ ავსტრიელი | |
---|---|
სავოიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 2 დეკემბერი, 1501 |
მმართ. დასასრული: | 10 სექტემბერი, 1504 |
წინამორბედი: | იოლანდა ლუიზა სავოიელი |
მემკვიდრე: | ბეატრიზ პორტუგალიელი |
ესპანური ნიდერლანდების შტატჰალტერი | |
მმართ. დასაწყისი: | 1507 |
მმართ. დასასრული: | 1 დეკემბერი, 1530 |
წინამორბედი: | ვილჰელმ კროი |
მემკვიდრე: | მარია ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 10 იანვარი, 1480 |
დაბ. ადგილი: | ბრიუგე, ჩვიდმეტი პროვინცია |
გარდ. თარიღი: | 1 დეკემბერი, 1530, (50 წლის) |
გარდ. ადგილი: | მეხელენი, ჩვიდმეტი პროვინცია |
მეუღლე: |
ხუანი, ასტურიის პრინცი ფილიბერტო II, სავოიის ჰერცოგი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | მაქსიმილიან I, საღვთო რომის იმპერატორი |
დედა: | მარია I, ბურგუნდიის ჰერცოგინია |
რელიგია: | კათოლიციზმი |