მართა შვედი
From Wikipedia, the free encyclopedia
მართა შვედი (შვედ. Märtha av Sverige), აგრეთვე ცნობილია, როგორც ნორვეგიის კრონპრინცესა მართა (ნორვ. Kronprinsesse Märtha av Noreg; დ. 28 მარტი, 1901, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 5 აპრილი, 1954, ოსლო, ნორვეგია) — ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე ოსკარ II-ისა და დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ის შვილიშვილი. ნორვეგიის კრონპრინცესა 1929 წლიდან გარდაცვალებამდე, როგორც მეფე ულაფ V-ის მეუღლე, რომელიც მის გამეფებამდე აღესრულა. ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის დედა და კრონპრინც ჰოკონის ბებია. ბელგიის დედოფალ ასტრიდის და, ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგინია ჟოზეფინ შარლოტის, ბელგიის მეფე ბოდუენისა და მეფე ალბერტ II-ის დეიდა.
სწრაფი ფაქტები მართა შვედი, დაიბადა ...
მართა შვედი | |
---|---|
სრული სახელი
მართა სოფია ლოვიზა დაგმარ ტირა | |
წოდებები
ნორვეგიის კრონპრინცესა | |
დაიბადა |
28 მარტი, 1901 სტოკჰოლმი, შვედეთი |
გარდაიცვალა |
5 აპრილი, 1954, (53 წლის) ოსლო, ნორვეგია |
საგვარეულო | ბერნადოტები |
მეუღლე(ები) |
ულაფი, ნორვეგიის კრონპრინცი (ქ. 1929) |
შვილ(ებ)ი | ჰარალდ V, ნორვეგიის მეფე |
მამა | კარლი, ვესტერგიოტლანდის ჰერცოგი |
დედა | ინგებორგ დანიელი |
რელიგია | ლუთერანიზმი |
დახურვა