მართლმადიდებლობა
From Wikipedia, the free encyclopedia
მართლმადიდებლობა (ძვ. ბერძნ. ορθός, „მართალი, სწორხაზოვანი“ δόξα „თაყვანისცემა“ δοκείν „რწმენა“) — ქრისტიანობის მიმართულება, რომელიც ინახავს ქრისტიანულ პრაქტიკას და მოძღვრებას, რომელიც ჩამოყალიბდა შვიდ მსოფლიო კრებაზე 325-787 წლებში მწვალებლებთან ბრძოლაში, სადაც მიიღეს ქრისტიანობის ძირითადი დოგმატები.
მეტი ინფორმაცია წმინდა წერილი, ისტორია ...
მართლმადიდებლობა |
წმინდა წერილი |
---|
ძველი აღთქმა |
ახალი აღთქმა (სახარება) |
ისტორია |
მოციქულების ეპოქა |
ეკლესიის დევნის პერიოდი |
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება |
დიდი სქიზმა |
კიდევ... |
საიდუმლონი |
ნათლისღება |
მირონცხება |
სინანული |
ქორწინება |
ზეთის კურთხევა |
მღვდლობა |
ევქარისტია |
კიდევ... |
ღვთისმეტყველება |
შობა |
ჯვარცმა |
ამაღლება |
ანტიქრისტე |
კიდევ... |
სხვადასხვა |
ქრისტიანობა |
პორტალი |
დახურვა
მართლმადიდებლობა დასაბამს მოციქულების ხანიდან იღებს და დღემდე თავს მიიჩნევს სარწმუნოების სიმბოლოში ნახსენებ ერთ წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიად. რაც შეეხება სხვა ეკლესიებს, რომლებთანაც მას არ აქვს ევქარისტიული კავშირი, ისინი გაიაზრებიან არა ერთი, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განშტოებებად (ერთი არასოდეს დაშლილა), არამედ მისგან ჩამოშორებულებად (განდგომილებად) ისტორიის განმავლობაში.