მარია ასუნსიო დე ბრაგანსა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ასუნსიო დე ბრაგანსა (პორტ. Maria Assunção de Braganza; დ. 25 ივნისი, 1805 — გ. 7 იანვარი, 1834) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ისა და მისი ცოლის, კარლოტა ხოაკინა ესპანელის უმცროსი ქალიშვილი. იგი გარდაიცვალა მოულოდნელად, 28 წლის ასაკში, გაუთხოვარი და უშვილო. თავდაპირველად იგი დაკრძალეს სანტარემში, ხოლო შემდეგ გადაასვენეს ლისაბონში, ბრაგანსების საგვარეულო აკლდამაში.
სწრაფი ფაქტები მარია ასუნსიო დე ბრაგანსა, დაიბადა ...
მარია ასუნსიო დე ბრაგანსა | |
---|---|
წოდებები
პორტუგალიის ინფანტა | |
დაიბადა | 25 ივნისი, 1805 |
გარდაიცვალა | 7 იანვარი, 1834, (28 წლის) |
საგვარეულო | ბრაგანსები |
მამა | ჟუან VI, პორტუგალიის მეფე |
დედა | კარლოტა ხოაკინა ესპანელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
დახურვა