მარია პორტუგალიელი (1538-1577)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია პორტუგალიელი (პორტ. Maria de Portugal, იტალ. Maria del Portogallo; 12 აგვისტო, 1538 — გ. 9 ივლისი, 1577) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის ნაბოლარა ვაჟის, ხიმარესის ჰერცოგ დუარტე პორტუგალიელისა და მისი მეუღლის, იზაბელ დე ბრაგანსას პირველი შვილი. საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-ის შვილიშვილ ალექსანდრე პარმელის მეუღლე 1565 წლის 11 ნოემბრიდან და მისი სამი შვილის დედა. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ რანუციო ფარნეზეს დედა.
სწრაფი ფაქტები მარია პორტუგალიელი, დაიბადა ...
მარია პორტუგალიელი | |
---|---|
წოდებები
პარმის მემკვიდრე პრინცესა | |
დაიბადა |
12 აგვისტო, 1538 ლისაბონი, პორტუგალია |
გარდაიცვალა |
9 ივლისი, 1577, (38 წლის) პარმა, იტალია |
საგვარეულო | ავისები |
მეუღლე(ები) | ალექსანდრე პარმელი |
შვილ(ებ)ი |
რანუციო I, პარმის ჰერცოგი მარგერიტა, მანტუას ჰერცოგინია კარდინალი ოდოარდო |
მამა | დუარტე პორტუგალიელი |
დედა | იზაბელ დე ბრაგანსა |
რელიგია | კათოლიციზმი |
დახურვა