From Wikipedia, the free encyclopedia
მარიანჰამინა ან მარიენჰამნი (ფინ Maarianhamina, შვედ Mariehamn) — ფინეთის შემადგენლობაში შემავალი, ავტონომიური რეგიონის ალანდის კუნძულების უმთავრესი ქალაქი. არქიპელაგის ზღვის ერთ-ერთი უმთავრესი პორტი. ქალაქში ალანდის კუნძულების მინისტრთა კაბინეტი და პარლამენტია განლაგებული. მარიენჰამში ალანდის კუნძულების საერთო მოსახლეობის ნახევარია თავმოყრილი. მარიენჰემი, ისევე როგორც, კუნძულების 91%, შვედურენოვანია.
მარიანჰამინა 1861 წელა იქნა დაარსებული. ქალაქი ნახევარკუნძულზეა გაშენებული და ორი პორტი აქვს — დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე. დასავლეთ პორტს საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც დღეში ორჯერ ჩერდებიან შვედეთიდან (და შვედისკენ) და კონტინენტური ფინეთიდან (და ფინეთისკენ) მოძრავი მსხვილი ბორნები.
ქალაქში გამოიცემა ალანდის კუნძულების ორივე გაზეთი (Ålandstidningen და Nya Åland), მუშაობს რამდენიმე რადიოსადგური და ადგილობრივი სატელევიზიო არხი (TV Åland).
ზაფხულობით მარიანჰამინს უამრავი ტურისტი სტუმრობს. ქალაქს რამდენიმე სასტუმრო, ბარი და რესტორანი აქვს.
ქალაქის მოსახლეობის ზრდის დინამიკა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.