![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/22/Mademoiselle_de_Blois_%2528Marie_Anne_de_Bourbon%252C_1666-1739%2529_by_Fran%25C3%25A7ois_de_Troy.jpg/640px-Mademoiselle_de_Blois_%2528Marie_Anne_de_Bourbon%252C_1666-1739%2529_by_Fran%25C3%25A7ois_de_Troy.jpg&w=640&q=50)
მარი ანა დე ბურბონი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარი ანა დე ბურბონი (ფრანგ. Marie Anne de Bourbon; დ. 2 ოქტომბერი, 1666 — გ. 3 მაისი, 1739) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, ლუიზა დე ლა ვალიერის უკანონო ქალიშვილი რომელიც 1667 წლის 14 მაისს მეფის კანონიერ შვილად სცნეს. იგი მამის ფავორიტი ქალიშვილი იყო. თექვსმეტი წლის ასაკში დააქორწინეს თავის შორეულ ბიძაშვილზე, კონტის პრინც ლუი არმან I-ზე, თუმცა 1685 წელს, 19 წლის ასაკში დაქვრივდა, ისე, რომ შვილიც არ დარჩენია. მას შემდეგ, რაც დედამისმა სამეფო კარი დატოვა და მონაზვნად აღიკვეცა, მარი ანამ ლა ვალიერის ჰერცოგინიობა მიიღო და ვერსალში დასახლდა, სადაც იგი აქტიურად ერეოდა სამეფო კარის საქმიანობებში.
სწრაფი ფაქტები მარი ანა დე ბურბონი, კონტის პრინცესა ...
მარი ანა დე ბურბონი | |
---|---|
Marie Anne de Bourbon | |
![]() | |
კონტის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 16 იანვარი, 1680 |
მმართ. დასასრული: | 9 ნოემბერი, 1685 |
წინამორბედი: | ანა მარია მარტინოცი |
მემკვიდრე: | მარი ტერეზ დე ბურბონი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 ოქტომბერი, 1666 |
დაბ. ადგილი: | ვენსენი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 3 მაისი, 1739, (72 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: | ლუი არმან I, კონტის პრინცი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი XIV, საფრანგეთის მეფე |
დედა: | ლუიზა დე ლა ვალიერი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: |
![]() |
დახურვა