![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7f/Pierre-Maximilien_Delafontaine_-_Portrait_of_Marie_Fran%25C3%25A7ois_Xavier_Bichat.jpg/640px-Pierre-Maximilien_Delafontaine_-_Portrait_of_Marie_Fran%25C3%25A7ois_Xavier_Bichat.jpg&w=640&q=50)
მარი ფრანსუა ქსავიე ბიშა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარი ფრანსუა ქსავიე ბიშა (ფრანგ. Marie François Xavier Bichat; დ. 14 ნოემბერი, 1771, ტუარეტი — გ. 22 ივლისი, 1802, პარიზი) — ფრანგი ანატომი, ფიზიოლოგი და ექიმი. სწავლობდა მონპელიეში, ლიონსა და პარიზში. 1799 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა პარიზის ერთ-ერთი ჰოსპიტლის ექიმად. ბიშამ შემოიღო ქსოვილების მეცნიერული კლასიფიკაცია. პირველმა დანერგა მედიცინაში „ქსოვილისა“ და „სისტემის“ ცნება. მისი აზრით, სასიცოცხლო პროცესები მჭიდროდაა დაკავშირებული ორგანოს შენებასთან. ბიშას მსოფლმხედველობა იდეალისტური იყო. მისმა მოძღვრებამ ქსოვილებზე და ბრწყინვალე ექსპერიმენტებმა დიდი გავლენა მოახდინა ბიოლოგიისა და მედიცინის განვითარებაზე. ბიშა ითვლება თანამედროვე ჰისტოლოგიისა და ჰისტოპათოლოგიის ფუძემდებლად.
სწრაფი ფაქტები მარი ფრანსუა ქსავიე ბიშა, დაბ. თარიღი ...
მარი ფრანსუა ქსავიე ბიშა | |
---|---|
ფრანგ. Xavier Bichat | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 14 ნოემბერი, 1771(1771-11-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | ტუარეტი, საფრანგეთის სამეფო |
გარდ. თარიღი | 22 ივლისი, 1802(1802-07-22)[1] [2] [3] [4] [8] [9] [5] [10] [6] [7] (30 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი[11] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო[12] და Grave of Xavier Bichat |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ანატომი, ექიმი, პათოლოგანატომი, ქირურგი და ფიზიოლოგი |
ჯილდოები | 72 names on the Eiffel Tower[13] |
ხელმოწერა |
![]() |
დახურვა