From Wikipedia, the free encyclopedia
მარკ რავალომანანა (მალაგ. Marc Ravalomanana; დ. 12 დეკემბერი, 1949, იმერინკასინინა, მადაგასკარი) — მადაგასკარელი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მადაგასკარის პრეზიდენტი 2002-2009 წლებში. 1999-2002 წლებში იყო დედაქალაქის მერი.
მარკ რავალომანანა | |
მადაგასკარის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 მაისი, 2002 – 17 მარტი, 2009 | |
წინამორბედი | დიდიე რაცირაკა |
მემკვიდრე | ანდრი რაძოელინა |
დაბადებული | 12 დეკემბერი, 1949 იმერინკასინინა, მადაგასკარი |
2001 წლის ბოლოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაიკავა პირველი ადგილი, მიიღო ხმების 46 %, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა დიდიე რაცირაკამ მხოლოდ 40 %. დაინიშნა მეორე ტური, თუმცა რავალომანანამ განაცხადა, რომ ხმების დათვლა ჩატარდა დარღვევებით და თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. რამდენიმე თვე გრძელდებოდა ბრძოლა რავალომანანასა და რაცირაკას მომხრეებს შორის. 2002 წლის 29 აპრილს უზენაესმა სასამართლომ რავალომანანა პრეზიდენტად გამოაცხადა და განმეორებით 2002 წლის 6 მაისს პრეზიდენტის ფიცი დადო. 5 ივლისს რაცირაკა ქვეყნიდან გაიქცა და კამათი ხელისუფლებისათვის დასრულდა.
2009 წელს მისი ხელისუფლება დაამხო ოპოზიციის ხელმძღვანელმა ანდრი რაძოელინამ, რომლის მხარეზე აღმოჩნდა არმიაც[1].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.