From Wikipedia, the free encyclopedia
მარჯნის სამკუთხედი — გეოგრაფიული ტერმინი, რომლითაც აღნიშნავენ უხეში სამკუთხედის ფორმის ტროპიკულ საზღვაო არეალს ინდონეზიას, მალაიზიას, პაპუა ახალ გვინეას, ფილიპინებს, სოლომონის კუნძულებსა და აღმოსავლეთ ტიმორს შორის. მოიცავს სულ მცირე 500 მარჯნის ბარიერულ რიფს თითოეულ ეკორეგიონში. რეგიონი ვრცელდება ორ ბიოგეოგრაფიულ რეგიონში: ინდონეზია–ფილიპინებისა და სამხრეთ დასავლეთ ოკეანეთის რეგიონებში. მარჯნის სამკუთხედი აღიარებულია მსოფლიოს წყალქვეშა ბიომრავალფეროვნების ცენტრად[1] და კონსერვაციის გლობალურ პრიორიტეტად.[2] მას ხშირად „ზღვის ამაზონსაც“ კი უწოდებენ და მოიცავს ოკეანის წყლის 5,7 მლნ კმ²–ს.[3] მისი ბიოლოგიური რესურსები არსებობაში ეხმარება 120 მილიონზე მეტ ადამიანს.[4]
ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF) მარჯნის სამკუთხედს საზღვაო კონსერვაციის უპირველეს პრიორიტეტად მიიჩნევს და 2007 წლიდან ახორციელებს მარჯნის სამკუთხედის პროგრამას,[5] რომელიც საფრთხეების აღმოფხვრისკენაა მიმართული.
სამკუთხედში გავრცელებულია 3 000–ზე მეტი სახეობის თევზი, მათ შორისაა უდიდესი თევზი — ვეშაპისებრი ზვიგენი და Coelacanth. აქვე ბინადრობს მსოფლიოში არსებული შვიდი სახის ზღვის კუდან ექვსი.
ვრცელმა ტერიტორიამ, სახეობათა ექსტრაორდინარულმა რაოდენობამ და გარემო პირობებმა უმთავრესი როლი ითამაშა მარჯნის სამკუთხედის გასაოცარი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.