From Wikipedia, the free encyclopedia
მასკარპონე (იტალ. Mascarpone) — იტალიური ნაღების ყველი, შედედებული ლიმონმჟავასთან ან ძმრის მჟავასთან[1][2]. წარმოიშვა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში. ითვლება, რომ პირველად მისი დამზადება XVI საუკუნის ბოლოს — XVII ასწლეულის დასაწყისში მილანისგან სამხრეთ-დასავლეთით, ქალაქ ლოდისა და აბიატეგასოს შორის მდებარე მიდამოებში დაიწყეს. ხშირად გამოიყენება ჩიზქეიქებისა და სხვა დესერტების მოსამზადებლად, ის თანამედროვე ტირამისუს მომზადების მთავარი ინგრედიენტია. ხანდახან მას კარაქის ან ყველი პარმეზანის ნაცვლად იყენებენ, რათა გაასქელონ და გაამდიდრონ რიზოტო.
მასკარპონეს დამზადებისას 25% ცხიმის შემცველობის ნაღებს აცხელებენ 75-90°C-მდე და მორევის დროს ამატებენ ღვინის მჟავას (ტრადიციული წესი), ლიმონმჟავას ან თეთრ ღვინის ძმარს, რათა რძის ცილების კოაგულაცია (შედედება) გამოიწვიოს. ხანმოკლე გაცხელების შემდეგ კოაგულაციის დასამთავრებლად პროდუქტს აცივებენ და რძის შრატის მოსაშორებლად გრილ ადგილას ჩამოკიდულ ნაჭრის ტომრებში თვითდაწნეხას უქვემდებარებენ. შედედებისთვის რძისმჟავის ბაქტერიების და ფერმენტების არ გამოყენების გამო, მისთვის სახელ „ყველი“-ს დარქმევა შეიძლება დიდ წილად ძალიან პირობითად ჩაითვალოს.
მშრალ ნარჩენში მასკარპონე დაახლოებით 75% ცხიმს შეიცავს, აქვს კრემისმაგვარი კონსისტენცია და ამიტომ იდეალურია დესერტებში გამოყენებისთვის.
მასკარპონე აღიარებულია, როგორც (Prodotto agroalimentare tradizionale) ტრადიციული რეგიონალური საკვები პროდუქტი[3].
მიჩნეულია, რომ ყველის სახელი წამოვიდა სიტყვიდან mascarpa სტრაჩინო-ს შრატისგან დამზადებულ რძის პროდუქტისგან, ან სიტყვა mascarpia-სგან, რიკოტას ადგილობრივი დიალექტური დასახელებისგან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.