მაღრან-დვალეთის კავკასიონი
ქედი საქართველოში, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეებში / From Wikipedia, the free encyclopedia
მაღრან-დვალეთის კავკასიონი[1] (აგრეთვე ცნობილი როგორც დვალეთის კავკასიონი) — კავკასიონის სამხრეთ კალთის მონაკვეთი მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნისა და ლეხურის აუზების ფარგლებში. მაღრან-დვალეთის კავკასიონის ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი მწვერვალებს ზეკარასა და ხორისარს შორის, ჯავის, გერმუხის, გუდისის, ხარულის, ალევის ქედები, აგრეთვე ყელის ვულკანური ზეგანი და მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, მეჯუდის, ქსნისა და ლეხურის ხეობები.