From Wikipedia, the free encyclopedia
Turning Torso ანუ მბრუნავი ტორსი — 50-სართულიანი ცათამბჯენი, განლაგებული ერესუნდის ყურის შვედეთის ნაწილში, მალმეში. მაღლივი შენობა დაპროექტებულია ესპანელი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას მიერ და ოფიციალურად 2005 წლის 27 აგვისტოს არის გახსნილი. ცათამბჯენი სიმაღლით 190 მეტრია და სკანდინავიაში ყველაზე მაღალ ნაგებობად, ევროკავშირში ყველაზე მაღალ საცხოვრებელ კორპუსად, ხოლო ზოგადად ევროპაში მოსკოვის 264-მეტრიანი „ტრიუმფ-პალასის“ შემდეგ, სიმაღლით მეორე ადგილზე მყოფად მიიჩნევა. მბრუნავი ტორსის აგებამდე სკანდინავიაში მალმიოს 84-მეტრიანი კრონპირსენი იყო უმაღლეს ნაგებობად მიჩნეული.
Turning Torso-ს ნაგებობა ესპანელი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას სკულპტურის ე. წ. „Twisting Torso-ს“ (გრეხადი ტორსი) მიხედვით არის შექმნილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.