ზვიგენის გადაშენებული სახეობა From Wikipedia, the free encyclopedia
მეგალოდონი (ლათ. Carcharocles megalodon) — ზვიგენის გადაშენებული სახეობა. ითვლება ყველა დროის უდიდეს ზვიგენად და, შესაბამისად, უდიდეს თევზად მსოფლიოს ისტორიაში. აღმოჩენილი ნაშთების საფუძველზე მის არსებობას მოიაზრებენ ადრეული მიოცენიდან (დაახლ. 23 მლნ წლის წინ) პლიოცენის დასარულამდე (დაახლ. 2,6 მლნ წლის წინ). სიტყვა „მეგალოდონი“ ბერძნული ენიდან მოდის და „გიგანტურ კბილს“ ნიშნავს.[6] 2020 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად, მეგალოდონი სიგრძეში 16 მეტრს აღწევდა (დიდ თეთრ ზვიგენს 3-ჯერ აღემატებოდა), თავი დაახლ. 4,65 მეტრი იყო, ზურგის ფარფლი ზრდასრული ადამიანის სიმაღლეს უტოლდებოდა, ხოლო კუდი 3,85 მეტრს შეადგენდა.[7]
მეგალოდონი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რეკონსტრუქცია | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Carcharocles megalodon (Agassiz, 1843)[1] | |||||||||||||||
სინონიმები[2][3][4][5] | |||||||||||||||
სინონიმების სია
| |||||||||||||||
|
ნაშთები ნაპოვნია წყალმარჩხ ტროპიკულ და ზომიერ ზღვებში, ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტის სანაპირო ზოლთან ახლოს და კონტინენტური შელფის რეგიონებში. კბილის ფორმით ჰგავდა თანამედროვე დიდ თეთრ ზვიგენს, განიხილება მასთან ნათესაური კავშირი, თუმცა ეს ჯერჯერობით მაინც კვლევის საგანია. სავარაუდოდ წარმოადგენდა კვების პირამიდის უმაღლეს საფეხურს. ნადირობდა კბილიან და უკბილო ვეშაპებზე, სირენებზე და სელაპებზე. ზრდასრულს ბუნებრივი მტერი ფაქტობრივად არ ჰყავდა, მოზარდი შესაძლოა სხვა ზვიგენების მსხვერპლი გამხდარიყო. მეგალოდონის გადაშენება დაკავშირებულია ოკეანის ტემპერატურის კლებასთან, რაც კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია; ერთ-ერთ ფაქტორად განიხილება მისი ძირითადი მსხვერპლის, უკბილო ვეშაპების, ხელმისაწვდომობის შემცირება და ბუნებრივი კონკურენტების — მაგალითად, დიდი თეთრი ზვიგენის, ცელნამგალა ვეშაპის — ზრდა.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.