![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/ba/Metallica_at_Ippodromo_San_Siro%252C_Milan%252C_May_8th%252C_2019.jpg/640px-Metallica_at_Ippodromo_San_Siro%252C_Milan%252C_May_8th%252C_2019.jpg&w=640&q=50)
მეტალიკის დისკოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
აქ წარმოდგენილი ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის დისკოგრაფია.
მეტალიკის დისკოგრაფია | |
---|---|
![]() მეტალიკის კონცერტი 2019 წელს | |
სტუდიური ალბომები | 9 |
საკონცერტო ალბომები | 3 |
მუსიკალური ვიდეოები | 28 |
სინგლები | 48 |
ტრიბიუტ და ქავერ-ალბომები | 1 |
სასაჩუქრე ყუთი | 3 |
სხვა აქტივობები | 7 |
ჯგუფი დააარსეს ჯეიმზ ჰეტფილდმა (ვოკალი), რიტმული გიტარა) და ლარს ულრიხმა (დასარტყმელი საკრავები). მთავარ გიტარისტ დეივ მასტეინისა და ბასისტ რონ მაკგოვნის შეცვლის შემდეგ ჯგუფის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: ჰეტფილდი, ულრიხი, კირკ ჰემეტი (წამყვანი გიტარა) და კლიფ ბარტონი (ბას-გიტარა). მეტალიკამ დაიწყო დაკვრა ადგილობრივ კლუბებში და გამოუშვა მათი ცნობილი დემო No Life 'til Leather 1982 წელს. დემომ ჯონი ზაზულას ყურადღება დაიმსახურა, რომელმაც მეტალიკასა და საკუთარ ლეიბლს Megaforce Records კონტრაქტი გააფორმა.[1] ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი Kill 'Em All 1983 წელს, ხოლო მომდევნო წელს - Ride the Lightning. მეორე ალბომის გამოსვლის შემდეგ მეტალიკამ კონტრაქტი გააფორმა Elektra Records-თან.[2] 1986 წლის მარტში ჯგუფმა გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი Master of Puppets, რომელიც გახდა მეტალიკის პირველი ოქროს ალბომი.[3] ალბომის მხარდამჭერ ტურნეზე შვედეთში ავტოკატასტროფაში დაიღუპა კლიფ ბარტონი. ამის შემდეგ ჯგუფში მიიღეს ჯეისონ ნიუსტედი. ჯგუფის პირველი რელიზი ჯეისონთან ერთად იყო ქავერ ვერსიების EP. შემდეგი სტუდიური ალბომი ...And Justice for All გამოვიდა 1988 წლის აგვისტოში და მიაღწია მეექვსე ადგილს ბილბორდ 200-ში.[4]
მეტალიკის მეხუთე დაუსათაურებელი ან შავი ალბომის სახელით ცნობილი ალბომი 1991 წელს გამოვიდა და პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში.[4] მეტალიკამ სამი წელის გაატარა ალბომის მხარდამჭერ ტურნეებში. Metallica 15-ჯერ იქნა შეფასებული პლატინად RIAA-ს მიერ.[3] მეტალიკამ დაწერა საკმარისი მასალა ორმაგი ალბომისთვის, მაგრამ გამოუშვა ცალ-ცალკე ერთი წლის ინტერვალით, Load და Reload.[5] ორმაგი ქავერ ალბომისა და საკონცერტო ალბომის გამოშვების შემდეგ ჯეისონმა ჯგუფი დატოვა. 2003 წელს მეტალიკამ ჩაწერა მერვე სტუდიური ალბომი St. Anger ოფიციალური ბასისტის გარეშე. ჩაწერისას ბასზე უკრავდა მათი მუსიკალური პროდიუსერი ბობ როკი. ალბომის ჩაწერის შემდეგ მეტალიკაში მოვიდა ბასისტი რობერტ ტრუჰილო, მასთან ერთად ჯგუფმა გამოუშვა მეცხრე სტუდიური ალბომი Death Magnetic ლეიბლზე Warner Bros. Records, რომელსაც პროდიუსირება რიკ რუბინმა გაუწია. 2009 წლის აპრილში ჯგუფის კატალოგი განთავსდა iTunes Store-ზე სახელწოდებით The Metallica Collection.[6] მეტალიკას ას მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით,[7] აქედან 58 მილიონი მხოლოდ აშშ-ში.[8][9]
2009 წლის ივნისში იტალიის Rock TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლარსმა აღნიშნა, რომ მომდევნო ალბომს კვლავ რიკ რუბინთან ერთად გამოუშვებენ, თუმცა საამისო გეგმები ჯერ არ არსებობს.[10]