მეცნიერება და ტექნოლოგია ირანში
From Wikipedia, the free encyclopedia
მეცნიერება და ტექნოლოგია ირანში— მეცნიერება სპარსეთში უძველესი დროიდან ყვაოდა. ირანელებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მედიცინაში, მათემატიკაში, ქიმიაში, ალგებრასა და ფილოსოფიაში. ირანი წარმოადგენს ქვეყნის მაგალითს, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია განვითარებაში განათლებისა და აღზრდის წყალობით, ბოლო 30 წლის განმავლობაში კვლევის თითქმის ყველა სფეროში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.
სტუდენტების რაოდენობა ქვეყანაში 1979 წელს შეადგენდა 100 ათასს, ხოლო 2006 წელს 2 მილიონამდე გაიზარდა. სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობის ზრდის ტემპის მიხედვით, ბოლო პერიოდში ირანის მეცნიერება უფრო სწრაფად წავიდა წინ, ვიდრე მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყნის. თუ 1996 წელს გამოქვეყნდა მხოლოდ 736 ნაშრომი, უკვე 2008 წელს— 600,000. მეცნიერების განვითარების ტემპით ირანი მსოფლიო ლიდერი გახდა. [1][2][3]