From Wikipedia, the free encyclopedia
მეხიკოს მეტროპოლიტენი — კაუჩუკის საბურავიანი მეტროსისტემა, რომელიც მეხიკოს საქალაქო ტერიტორიასა და მეხიკოს ფედერალურ ოლქს ემსახურება. ესაა ჩრდილოეთ ამერიკაში მეორე უმსხვილესი მეტროპოლიტენი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის შემდეგ.
2006 წელს სისტემა 1.417 მლრდ ადამიანს მოემსახურა; მეხიკოს მეტრო მსოფლიოში მეხუთე ადგილზე დგას.
პირველი ხაზი 1969 წელს გაიხსნა და 16 სადგურით იყო წარმოდგენილი. მას მერე მეტროსისტემა არაერთხელ გაფართოვდა და დღეისათვის 11 ხაზი აქვს 451 კმ სიგრძეზე. მეტროს 175 სადგური აქვს, აქედან 24 გადასაჯდომია. მეტროში 106 მიწისქვეშა სადგურია (ყველაზე ღრმა 35 მეტრზე მდებარეობს). 53 მიწისპირზეა აშენებული, ხოლო 16 ესტაკადოვანია.
2007 წელს ხელისუფლებამ ახალი ხაზის აშენების შესახებ გააკეთა განცხადება. 12 ხაზი ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით იქნება გაყვანილი და 2, 3, 7 და 8 ხაზხებს გადაკვეთს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.