მიანმის სახელმწიფო მრჩეველი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიანმის სახელმწიფო მრჩეველი[1] (ბირმ. နိုင်ငံတော်၏ အတိုင်ပင်ခံပုဂ္ဂိုလ်) — მიანმის დე-ფაქტო მთავრობის მეთაური.
სწრაფი ფაქტები მიანმის სახელმწიფო მრჩეველი ბირმ. နိုင်ငံတော်၏ အတိုင်ပင်ခံပုဂ္ဂိုလ်, დამნიშვნელი ...
მიანმის სახელმწიფო მრჩეველი ბირმ. နိုင်ငံတော်၏ အတိုင်ပင်ခံပုဂ္ဂိုလ် | |
---|---|
დამნიშვნელი | მიანმის პრეზიდენტი |
დაარსდა | 6 აპრილი, 2016 |
დახურვა
სახელმწიფო მრჩეველის თანამდებობა დააფუძნა მიანმის მთავრობამ 2016 წლის 6 აპრილს სპეციალურად აუნ სან სუ ჩისათვის. აუნ სან სუ ჩის პარტიამ ეროვნული ლიგა დემოკრატიისათვის 2015 წლის არჩევნებში მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება, თუმცა პარტიის ლიდერმა ვერ შეძლო მიანმის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება კონსტიტუციური აკრძალვის გამო, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება არ შეუძლია პირს, რომელსაც ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. იგი და მისი გარდაცვლილი ქმარი, მიხაილ ეირისი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ[2].