![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f2/LangreeAvenueMildura_2007.jpg/640px-LangreeAvenueMildura_2007.jpg&w=640&q=50)
მილდიურა
From Wikipedia, the free encyclopedia
მილდიურა (ინგლ. Mildura) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში, ზღვის დონიდან 51 მეტრზე. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 31 361 ადამიანს[1]. მილდიურა 550 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნს, ქალაქ ადელაიდას 400 კილომეტრით. მილდიურასთან მდებარეობს ორი შტატის ვიქტორიის და ახალი სამხრეთი უელსის ოფიციალური საზღვარი. ქალაქში ჩამოედინება ავსტრალიის ყველაზე დიდი მდინარე მურეი. დაარსდა 1887 წელს. ქალაქში მდებარეობს ლა ტრობეს უნივერსიტეტი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
მილდიურა ინგლ. Mildura | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
შტატი | ვიქტორიავიქტორია (შტატი)|ვიქტორია |
კოორდინატები | 34°11′00″ ს. გ. 143°09′00″ ა. გ. |
დაარსდა | 1887 |
ფართობი | 77.5 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 51 მ |
მოსახლეობა | 31 361 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+10 |
საფოსტო ინდექსი | 3500 და 3502 |
ოფიციალური საიტი | https://www.visitmildura.com.au/ |
დახურვა