From Wikipedia, the free encyclopedia
მილი ბობი ბრაუნი (ინგლ. Millie Bobby Brown; დ.19 თებერვალი, 2004)[1] — ინგლისელი მსახიობი და კინოპროდიუსერი. ცნობილი გახდა პერსონაჟ თერთმეტის როლის განსახიერებისთვის Netflix-ის ტელესერიალში უცნაური ამბები. 13 წლის ასაკში მიიღო პრაიმტაიმის ემის ჯილდოს ნომინაცია. 2019 წელს გადაიღეს პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გოძილა: მონსტრების მეფე“.
მილი ბობი ბრაუნი | |
---|---|
ბრაუნი San Diego Comic-Con-ის ფესტივალზე 2018 წელს | |
მშობლიური სახელი | Millie Bobby Brown |
დაბადების თარიღი |
19 თებერვალი, 2004 მარბელია, მალაგა, ანდალუსია, ესპანეთი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა |
|
აქტიური | 2013-დღემდე |
ბრაუნი დაიბადა მარბელიაში, მალაგაში (ესპანეთი), კელი და რობერტ ბრაუნების ოჯახში.[2] 4 წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბორნმუთში, (ინგლისი), ხოლო ერთი წლის შემდეგ ორლანდოში, ფლორიდის შტატში (აშშ).[3] მისი დებიუტი კინოში შედგა 2013 წელს ABC-ის ტელესერიალში „ერთხელ საოცრებათა ქვეყანაში“.
2018 წელს მილი ბობი ბრაუნი გახდა იუნისეფის კეთილი ნების ყველაზე ახალგაზრდა ელჩი.[4].
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
2013 | ს | ერთხელ საოცრებათა ქვეყანაში | Once Upon a Time in Wonderland | ახალგაზრდა ალისა |
2014 | ს | თავდამსხმელები | Intruders | მედისონ ო'დონელი |
2014 | ს | NCIS: სპეციალური ძალები | NCIS | რეიჩელ ბერნსი |
2015 | ს | ამერიკული ოჯახი | Modern Family | ლიზი |
2015 | ს | გრეის ანატომია | Grey's Anatomy | რუბი |
2016–- | ს | უცნაური ამბები | Stranger Things | თერთმეტი/ჯეინი |
2019 | ფ | გოძილა: მონსტრების მეფე | Godzilla: King of the Monsters | მედისონ რასელი |
2020 | ფ | გოძილა კონგის წინააღმდეგ | Godzilla vs. Kong Madison | მედისონ რასელი |
TBA | ფ | ენოლა ჰოლმზი | Enola Holmes | ენოლა ჰოლმზი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.