![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e6/Relief_locator_Map_of_Georgia.svg/langka-640px-Relief_locator_Map_of_Georgia.svg.png&w=640&q=50)
მირჩილი
მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
მირჩილი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გერმუხის ქედზე, მდინარეების დიდი ლიახვისა და მისი მარცხენა შენაკადის გუდისისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2430 მ. აგებულია ქვედაცარცული ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და მერგელებით. კონუსისებრი ფორმისაა. მცირე ნაკადებით რადიალურადაა დანაწევრებული. შემოსილია სუბალპური მდელოებით.
სწრაფი ფაქტები მირჩილი ...
მირჩილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°24′11″ ჩ. გ. 44°03′17″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2430 მ |
ქედი | გერმუხის ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა, თიხაფიქალი და მერგელი |
დახურვა