From Wikipedia, the free encyclopedia
მირჰოროდი, მირგოროდი (უკრ. Миргород) — ქალაქი უკრაინაში, მდინარე ხოროლის (დნეპრის აუზი) ნაპირზე. მირჰოროდის რაიონის ცენტრი. ქალაქში არის დავით გურამიშვილის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მირჰოროდი Миргород | |||||
მირჰოროდის საკურორტე ზონა | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | პოლტავა | ||||
შიდა დაყოფა | 4 რაიონი | ||||
კოორდინატები | 49°58′00″ ჩ. გ. 33°36′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1575 | ||||
ფართობი | 20 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 105 მ | ||||
მოსახლეობა | 42 011 კაცი (2005) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
საფოსტო ინდექსი | 37600–37609 | ||||
ოფიციალური საიტი | myrgorod.pl.ua | ||||
1741 წელს ვახტანგ VI-ის ამალის ქართველებმა, მათ შორის დავით გურამიშვილმა მიიღეს მამული მირჰოროდის განაპირას. 1743 წლიდან გურამიშვილი დროგამოშვებით ცხოვრობდა მირჰოროდში, სადაც 1760 წლიდან საბოლოოდ დაეფუძნა. აქ შეიქმნა დავით გურამიშვილის ნაწარმოებათა მნიშვნელოვანი ნაწილი. პოეტი დაკრძალულია მირჰოროდის მიძინების ეკლესიის სასაფლაოზე. 1949 წლის 1 აგვისტოს — დავით გურამიშვილის ხსოვნის დღეს მის საფლავზე დაიდგა ძეგლი (მოქანდაკე ა. ნემენკო). დავით გურამიშვილის სახელს ატარებს ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა, ბიბლიოთეკა და სკოლა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.