მიხა ხელაშვილი
ქართველი სახალხო პოეტი / From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი, 1900, ახადი, — გ. 25 იანვარი, 1925, ჩარგალი) — ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.
მიხა ხელაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 იანვარი, 1900(1900-01-25) |
დაბადების ადგილი | ახადი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 25 იანვარი, 1925(1925-01-25) (25 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ჩარგალი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ადფრ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ჯილდოები |
ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.
გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლეს საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობრებმა: ლევან გარსევანიშვილმა, ლუკა მარცვალაშვილმა და ვახტანგ რაზიკაშვილმა.[1] სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. დაკრძალულია ჩარგლის სოფლის სასაფლაოზე.
მიხა ხელაშვილის ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია - ძირითადად პატრიოტული და სატრფიალო ლექსებია, თუმცა ასევე მოიცავს ელეგიური ჟანრის მელანქოლიურ ნათქვამებსაც.[1] საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.
2022 წლის 9 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხა ხელაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.[2]