From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ ივანეს ძე კალინინი (რუს. Михаил Иванович Калинин; დ. 7 ნოემბერი/19 ნოემბერი, 1875, ვერხნაია ტროიცა, ტვერის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 3 ივნისი, 1946, მოსკოვი, სსრკ) — საბჭოთა პოლიტიკოსი, სკკპ-ის უმაღლესი საბჭოს წევრი, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1938–1946)
მიხეილ კალინინი | |
---|---|
რუს. Михаи́л Ива́нович Кали́нин | |
დაბადების თარიღი | 7 (19) ნოემბერი, 1875[1] [2] |
დაბადების ადგილი | Verkhnaya Troitsa |
გარდაცვალების თარიღი | 3 ივნისი, 1946[3] [1] [4] [5] [6] [7] [2] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი[3] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საბჭოთა რუსეთი სსრკ |
მეუღლე/ები | Ekaterina Kalinina |
ჯილდოები | მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი და წითელი დროშის ორდენი |
რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება 1896 წლიდან (1903 წლიდან – ბოლშევიკი). ჩამოაყალიბა მარქსისტული წრე, რომელიც შედიოდა პეტერბურგის „მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირში“. 1899 წლის ივლისში დააპატიმრეს და 10 თვის პატიმრობის შემდეგ თბილისში გადაასახლეს. აქ მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოებში, შევიდა თბილისის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ცენტრალურ ჯგუფში, 1900 წლის აგვისტოში მონაწილეობდა მუშათა გაფიცვის მოწყობაში, რისთვისაც დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, 1901 წელს კი რეველში (ტალინი) გადაასახლეს. 1917 წლის სექტემბერში ქ. პეტროგრადის სახელმწიფო სათათბიროში აირჩიეს, აქტიურად მონაწილეობდა რუსეთის 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებაში, რომლის შემდეგ პეტროგრადის ქალაქის თავად დაინიშნა. 1919 წლიდან იყო სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ) თავმჯდომარე, 1922 წლის დეკემბერში, სსრკ-ის შექმნის შემდეგ, აირჩიეს სსრკ ცაკ-ის თავმჯდომარედ, 1926 წლიდან – საკავშირო კპ (ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. 1927 წლის 26 ივნისს დაესწრო ზაჰესის საზეიმო გახსნას, აამუშავა პირველი ტურბინა. 1938-1946 წლებში იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე. იყო სტალინის უახლოეს პოლიტიკურ გარემოცვაში. 1930-1940-იან წლებში მონაწილეობდა მასობრივი რეპრესიების სანქცირებაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.