From Wikipedia, the free encyclopedia
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ (ფრანგ. Voyage au centre de la Terre) — ფრანგი მწერლის, ჟიულ ვერნის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის რომანი, რომელიც პირველად 1864 წელს გამოიცა. იგი ვერნის რიგით მე-2 რომანია.
მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ | |
---|---|
სრული სათაური | Voyage au centre de la Terre |
საერთო სათაური | მოგზაურობა დედამიწის ცენტრისკენ |
ჟანრი | სამეცნიერო-ფანტასტიკური |
ავტორი | ჟიულ ვერნი |
მშობლიური ენა | ფრანგული |
დაწერის ადგილი | საფრანგეთი |
გამოცემულია | 1864 |
ქართულად თარგმნა | გასტონ ბუაჩიძემ |
წინა | კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი |
შემდეგი | დედამიწიდან მთვარემდე |
მოქმედება იწყება 1863 წლის მაისში, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. ისტორიას მოგვითხრობს გერმანიაში ცნობილი პროფესორის, ოტო ლიდენბროკის ობოლი ძმისშვილი აქსელ ლიდენბროკი.
ერთ დღეს, ძველი წიგნის თვალიერებისას, პროფესორი ლიდენბროკი XVI საუკუნეში მოღვაწე ისლანდიელი მეცნიერის, არნე საკსუნემის კრიპტოგრამას აღმოაჩენს, რომლის ამოხსნასაც აქსელი მოახერხებს. არნე საკსუნემის ეს ჩანაწერი, მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს დედამიწის ცენტრს, თუ იგი ისლანდიაში მდებარე ვულკან სნეფლსის კრატერში ჩავა. ოტო ლიდენბროკი გადაწყვეტს, რომ ეს თავად გააკეთოს და აქსელთან ერთად ისლანდიაში მიემგზავრება.
ისლანდიაში პროფესორი ვინმე ჰანსს დაიქირავებს, ვინც მშვიდი, აუღელვებელი ადამიანი და თავისი ბატონის ყველა ბრძანებას უყოყმანოდ ასრულებს. თავდაპირველად, მოგზაურობა წარმატებით იწყება, მაგრამ პირველი პრობლემები მაშინ იწყება, როცა მოგზაურებს წყლის მარაგი შემოაკლდებათ და შემდეგ საბოლოოდ გამოელევათ. აქსელი უკვე სიკვდილის პირას არის, მაგრამ მამაცი და უშიშარი ჰანსი წყაროს აღმოჩენას მოახერხებს, რითაც მოგზაურებს საშუალება ეძლევათ განაგრძონ საკუთარი უჩვეულო მოგზაურობა.
მოგზაურების თავგადასავალი მართლაც, რომ ძალზე უჩვეულოა. აქ აღმოაჩენენ უკიდეგანო ზღვას, ცას, რამდენიმე ათასი წლის წინ გადაშენებულ ცხოველებს, პირველყოფილ ადამიანს და ა.შ. მაგრამ ისინი მაინც ვერ მიაღწევენ დედამიწის ცენტრს და ძლივს გამოასწრებენ ვულკანის ამოხეთქვას. ისინი ამოვლენ იტალიის კუნძულ სტრომბოლზე, რომელშიც მოქმედი ვულკანია და სწორედ ეს ვულკანი ამოხეთქავს.
ამის შემდეგ, ისინი ბრუნდებიან ჰამბურგში. აქსელი ცოლად ირთავს გრაუბენს, ვინც დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა. პროფესორი ლიდენბროკი საკუთარი უჩვეულო მოგზაურობით მთელ მსოფლიოში ცნობილი ხდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.