მომხმარებელი:ILIA/სავარჯიშო3
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეონარდო დი სერ პიერო და ვინჩი, უფრო ცნობილია, როგორც ლეონარდო და ვინჩი (იტალ. Leonardo di ser Piero da Vinci; დ. 15 აპრილი, 1452 — გ. 2 მაისი, 1519) — რენესანსის ეპოქის იტალიური კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე, უნივერსალური პიროვნება, რომლის ინტერესის სფეროები მოიცავდა გამომგონებლობას, მხატვრობას, ქანდაკებას, არქიტექტურას, მეცნიერებას, მუსიკას, მათემატიკას, ინჟინერიას, ლიტერატურას, ანატომიას, გეოლოგიას, ასტრონომიას, ბოტანიკას, მწერლობას, ისტორიასა და კარტოგრაფიას. მას სხვადასხვა დროს უწოდებდნენ პალეონტოლოგიის, იქთიოლოგიისა და არქიტექტურის მამას და ფართოდ განიხილავენ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მხატვარს.[1] ზოგჯერ მიაწერენ პარაშუტის, ვერტმფრენისა და ტანკის გამოგონებას.[2][3][4] მისი გენია რენესანსის ჰუმანისტური იდეალების განასახიერებას წარმოადგენს.
ლეონარდო და ვინჩი | |
---|---|
Leonardo da Vinci | |
ლეონარდო და ვინჩის ავტოპორტრეტი | |
დაიბადა | 15 აპრილი, 1452 |
დაბადების ადგილი | ვინჩისთან ახლოს, ფლორენციის რესპუბლიკა |
ეროვნება | იტალიელი |
სფერო | ხელოვნებისა და მეცნიერების მრავალი და სხვადასხვა სფერო |
მომზადება | ანდრეა ვეროკიო |
ცნობილი ნამუშევრები |
მონა ლიზა საიდუმლო სერობა ვიტრუვიანელი ადამიანი ქალი ყარყუმით ბრძოლა ანგიართან |
პარტნიორები |
ლუდოვიკო სფორცა ფრანსუა I ცეზარე ბორჯია |
მან გავლენა მოახდინა |
ლეონარდესკი რაფაელ სანტი |
ხელმოწერა |
მრავალი ისტორიკოსი და მეცნიერი ლეონარდოს მიიჩნევს „უნივერსალური გენიის“ ან „რენესანსის ადამიანის“ საუკეთესო მაგალითად, „უშრეტი ცნობისმოყვარეობისა“ და „გაფაციცებული საგამომგონებლო წარმოსახვის“ მქონე ინდივიდად.[5] ხელოვნებათმცოდნე ჰელენ გარდნერის მიხედვით, მისი ინტერესების თვალსაწიერი და სიღრმე ისტორიაში უპრეცედენტოა, „მისი გონება და პიროვნება ზეადამიანურად წარმოგვესახება, ხოლო თავად ადამიანი იდუმალი და შორეულია“.[5] თუმცა, მარკო როში აღნიშნავს, რომ თუმცა მის ცხოვრებასა და პიროვნებასთან დაკავშირებით მრავალი სპეკულაცია არსებობს, მისი მსოფლმხედველობა უფრო ლოგიკური იყო, ვიდრე იდუმალი და რომ ის ცდისეული მეთოდები, რომლებსაც ის იყენებდა მისი დროისათვის არაორთოდოქსალური იყო.[6]
ლეონარდო, შეძლებული ნოტარიუსის, პიერო და ვინჩისა და გლეხის ქალის, კატერინას, უკანონო შვილი, ფლორენციის რეგიონში, ვინჩიში დაიბადა და განათლება ცნობილი ფლორენციელი მხატვრის, ანდრეა დელ ვეროკიოს სტუდიაში მიიღო. თავისი შემოქმედებითი ცხოვრების ადრეული პერიოდის უმეტესი ნაწილი მან მილანში, ლუდოვიკო სფორცას სამსახურში გაატარა. მოგვიანებით, მუშაობდა რომში, ბოლონიასა და ვენეციაში, უკანასკნელი წლები კი საფრანგეთში, ფრანსუა I-ის მიერ მისთვის ბოძებულ სახლში გაატარა.
და ვინჩი იყო და არის ცნობილი, უპირველეს ყოვლისა, როგორც მხატვარი. მის ნამუშევრებს შორის, მონა ლიზა ყველაზე ცნობილი და პაროდირებული პორტრეტია,[7] ხოლო საიდუმლო სერობა ყველა დროის ყველაზე მეტი ასლის მქონე რელიგიური ნახატია, რომლის პოპულარობასაც მხოლოდ მიქელანჯელოს ადამის შექმნა თუ მიუახლოვდება.[5] ლეონარდოს მიერ დახაზული ვიტრუვიანელი ადამიანი, ასევე, „კულტურულ ხატად“ განიხილება,[8] რომელიც გამოსახულია ისეთ მრავალფეროვან საგნებზე, როგორებიცაა ევროს მონეტა, სახელმძღვანელოები და მაისურები. სავარაუდოდ, შემორჩენილია ლეონარდოს 15 ნახატი.[კ. 1] მიუხედავად ამისა, ეს რამდენიმე ნამუშევარი, მის რვეულებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ნახაზებს, სამეცნიერო ცხრილებსა და მის მოსაზრებებს ხატვის ბუნებაზე, ქმნის მემკვიდრეობას შემდგომი თაობის მხატვართათვის, რომელსაც მხოლოდ მისი თანამედროვე, მიქელანჯელო თუ გაუწევს მეტოქეობას.
ლეონარდო დაფასებულია მისი ტექნოლოგიური გამომგონებლობისათვის. მან ეკუთვნის მფრინავი მანქანების, შეჯავშნული საბრძოლო მანქანის ტიპის, მზის კონცენტრირებული ენერგიის, გამომთვლელი მანქანისა[9] და ორმაგი კორპუსის იდეები, ასევე, ფილათა ტექტონიკის ჩანასახოვანი თეორია. Relatively few of his designs were constructed or were even feasible during his lifetime,[კ. 2] but some of his smaller inventions, such as an automated bobbin winder and a machine for testing the tensile strength of wire, entered the world of manufacturing unheralded.[კ. 3] მის სახელთანაა დაკავშირებული მნიშვნელოვანი აღმოჩენები ანატომიაში, სამოქალაქო ინჟინერიაში, ოპტიკასა და ჰიდროდინამიკაში, თუმცა მას მისი აღმოჩენები არ გაუსაჯაროვებია და მათ შემდეგი პერიოდების მეცნიერებაზე რაიმე პირდაპირი გავლენა არ მოუხდენიათ.[10]
დღესდღეისობით, ლეონარდო და ვინჩი საყოველთაოდაა აღიარებული, როგორც ერთ-ერთი უნიჭიერესი პიროვნება, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია.[1]