მომხმარებელი:SHOTHABot/test
From Wikipedia, the free encyclopedia
ნერვული სისტემების ევოლუციის ათვლა იწყება ცხოველებში (ანუ მეტაზოონებში) ნერვული სისტემების პირველად გაჩენის დროიდან. ნეირონები მრავალუჯრედიან ცხოველებში განვითარდნენ, როგორც სპეციალიზებული ელექტრონული სასიგნალო უჯრედები, რითიც მათ მოახდინეს ადაპტაცია მოქმედების პოტენციალის მექანიზმისა, რომელიც არსებობდა მოძრავ ერთუჯრედიანებსა და კოლონიურ ევკარიოტებში. პირველად ევოლუცია განიცადეს მარტივმა ნერვულმა ბადეებმა, რომლებიც ნაპოვნია ისეთ ცხოველებში, როგორებიც არიან, მაგალითად, კნიდარიები. ამას მოჰყვა კვანძოვანი ნერვული სისტემის ევოლუცია ბილატერალურ ცხოველებში — ვენტრალური ნერვული კვანძებისა უხერხემლოებში და დორსალური ნერვული კვანძების, რომლებიც ნოტოქორდითაა მხარდაჭერილი — ქორდიანებში. ბილარეტალიზაციამ გამოიწვიო თავის ტვინების ევოლუცია — პროცესი, რომელსაც ცეფალიზაციას ვუწოდებთ.