მომხმარებელი:Saliner/კონსერვის რიგი
From Wikipedia, the free encyclopedia
კონსერვის რიგი - ამერიკელი მწერლის ჯონ სტეინბეკის რომანი, რომელიც გამოიცა 1945 წელს.[1] წიგნში მოქმედება ვითარდება დიდი დეპრესიის პერიოდში მონტერეიში (კალიფორნია), სარდინის საკონსერვო ქარხნებით სავსე ქუჩაზე, რომელიც კონსერვის რიგის სახელითაა ცნობილი. ამბავი იქ მცხოვრები ხალხის გარშემო ვითარდება: ლი ჩონგი, ადგილობრივი სასურსათო მაღაზიის მფლობელი; დოკი, საზღვაო ბიოლოგი ; და მაკი, მაწანწალების ჯგუფის ლიდერი.
სწრაფი ფაქტები „კონსერვის რიგი“, ავტორი ...
„კონსერვის რიგი“ | |
---|---|
Cannery Row | |
პირველი გამოცემის ყდა | |
ავტორი | ჯონ სტაინბეკი |
ქვეყანა | ამერიკა |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | ცხოვრების ნაწილი |
გამომცემელი | Viking Press (ამერიკა) |
გამოცემის თარიღი | 1937 |
მთარგმნელი | თაკო ჭილაძე |
ქართულად გამოიცა |
2002 (ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობა) 2009 (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) |
მედია | მაგარი ყდა |
გვერდი | 272 (ქართული გამოცემა, 2009) |
ISBN | 9941-403-41-5 (ქართული გამოცემა, 2009) |
დახურვა
რეალურ ადგილს, რომელზეც სტეინბეკი წერდა, მონტერეიში ოუშენ-ვიუ ავენიუს მონტერეიში, მოგვიანებით წიგნის საპატივცემულოდ სახელი გადაერქვა და კონსერვის რიგი ეწოდა. ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა 1982 წელს, ხოლო სასცენო ვერსია დაიდგა1995 წელს.