From Wikipedia, the free encyclopedia
მონოთეიზმი (ბერძნ. μόνος = ერთადერთი და θεός = ღმერთი) — ერთღმერთიანობა, ამა თუ იმ რელიგიაში ერთადერთი ღმერთის არსებობა, უპირისპირდება პოლითეიზმს, მრავალღმერთიანობას. ფორმალურად მონოთეისტურად ითვლება იუდაიზმი (იაჰვე), ქრისტიანობა (სამება), ისლამი (ალაჰი). ქრისტიანული სამება სამსახოვანია. ზიგმუნდ ფროიდმა თავის ანტირელიგიურ პამფლეტში „მოსე და მონოთეიზმი“ (1950) ასეთი იდეა წამოაყენა: მოსე ფარაონის მსახური იყო. ფარაონმა ეხნატონმა სცადა ეგვიპტეში ერთი ღმერთის – ატონის კულტის შემოღება. მის რეფორმას წინ აღუდგა ქურუმობა და როგორც კი ფარაონი მოკვდა, მზის ღმერთ ატონის საქმეც დასრულდა. მოსემ სცადა ეს იდეა ებრაელებში განეხორციელებინა, მაგრამ ხალხმა ის მოკლა, თუმცა შემდეგ ინანა, მოსე მაინც გააღმერთესო. ეს საინტერესო იდეა მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა, ფროიდი გრძნობს ამას და მიუთითებს: დასაბუთება ჩემს შრომაში „ტოტემი და ტაბუ“ მოვახდინეო. იგულისხმება მისი „ოიდიპოსის კომპლექსი“, შვილების მიერ მამის მოკვლა, მერე სინანული, მამის გაღმერთება და მის სახელზე ცხოველის ტოტემად გამოცხადება. ფსიქოანალიზის ასეთი გზით (რასაც საფუძვლად სქესობრივი მიდრეკილება უდევს – ეჭვიანობა მამისადმი დედის მიმართ), ცხადია მონოთეიზმი ვერ აიხსნება, საკმარისი არგუმენტაციის არარსებობის გამო.
მონოთეიზმის რამდენიმე ფორმა არსებობს, მათ შორის:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.