მონღოლეთის გერბი
From Wikipedia, the free encyclopedia
მონღოლეთის გერბი (მონღ. Монгол улсын төрийн сүлд) — ქვეყნის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. მიიღეს 1992 წელს, მას შემდეგ რაც მონღოლეთში კომუნისტური მმართველობა დასრულდა.
სწრაფი ფაქტები მონღოლეთის გერბი, დეტალები ...
დახურვა
გერბი ჩაწერილია წრეში. ლურჯი ფერი ცის სიმბოლოა. ხოლო გარშემო შემორტყმული ოქროსფერი ზოლი ერთიანობის სიმბოლოა. ცენტრში გამოსახულია ეროვნული სიმბოლო სოიომბო და ქარში მორბენალი ცხენი. ეს სიმბოლოები აღნიშნავენ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და მონღოლეთის სულს. გერბის ზედა ნაწილში ჩინტამანის თილისმაა, რომელიც მონღოლურ ფოლკლორში წარსულს, აწმყოსა და მომავალს აღნიშნავს. ცენტრის ქვემოთ გამოსახულია მთები და ბუდისტური ბორბალი დჰარმაჩაკრა. ბორბალზე გადადებულია რიტუალური ყელსახვევი ხადაგი. გერბის ძირითადი ბაზისია ლოტოსი ბუდიზმის ერთ-ერთი სიმბოლო.