მოტიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
მოტიტი (ინგლ. Motiti Island) — კუნძული პლენტის უბეში, ჩრდილოეთ კუნძულის სანაპიროსთან, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ქალაქ ტაურანგიდან 21 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთით და ქალაქ პაპამოადან ამავე მიმართულებით 9,4 კმ-ზე. 2006 წლის მონაცემებით, კუნძულზე 18 სახლია და ცხოვრობს 27 ადამიანი.[1]
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: ინგლ. Motiti Island, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: ინგლ. Motiti Island | |
---|---|
კუნძულის აერო-ხედი | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები | 37°37′ ს. გ. 176°25′ ა. გ. |
ფართობი | 10 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 57 მ |
ახალი ზელანდია | |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 27 (2006) |
სიმჭიდროვე | 2,7 ად. /კმ² |
დახურვა
კუნძულის ზედაპირი ბრტყელია, ფართობი — 10 კმ². ძირითადად შედგება მიოცენის ხანის ვულკანური კლდეებისგან, უფრო ახალი დანალექები აღმოჩენილია სამხრეთ ნაწილში.[2] ძირითადი საქმიანობაა სოფლის მეურნეობა, გაშენებულია ავოკადოს პლანტაციები. ადგილობრივები და სტუმრები ძირითადად საჰაერო ტრანსპორტით მოძრაობენ.