![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/ae/Motlawa_2002.jpg/640px-Motlawa_2002.jpg&w=640&q=50)
მოტლავა
From Wikipedia, the free encyclopedia
მოლტავა (გერმ. Mottlau) — მდინარე პომერელიაში, პოლონეთი. მდინარე სათავეს იღებს ტბა რივალდსკოედან, სტაროგრად–გდანსკიდან ჩრდილო–აღმოსავლეთით. ის გაივლის ტბა როკიკის და ჩაედინება ვისლას შენაკდ ლენივკაში. მისი სიგრძეა 64,7 კმ, ხოლო აუზის ფართობი 1511.3 კმ².
სწრაფი ფაქტები მოლტავა, ქვეყანა ...
მოლტავა | |
---|---|
![]() მოლტავა გდანსკის ძველ უბანში | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე | ტბა რივალდსკოე |
სიგრძე | 64,7 კმ |
აუზის ფართობი | 1511.3 კმ² |
![]() |
დახურვა
ქალაქი გდანსკი მდებარეობს მისი და ლენივკას შესართავთან. გდანსკში მდინარეზე 1687 წლიდან მოქმედებს ბორანი მოლტავა. სახელი მოლტავა მომდინარეობს პრუსიული ენიდან. გერმანულად მდინარეს ეწოდება მოტლაუ. არსებობს მოსაზრება, რომ ქალაქების გდანსკის და გდინიას სახელები მომდინარეობს ამ მდინარის ძველი პოლონური და კაშუბური სახელიდან გდანია (Gdania).