From Wikipedia, the free encyclopedia
მოშიკო (პორტ. Moxico) — ფართობის სიდიდით ყველაზე უფრო დიდი პროვინცია ანგოლაში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლუენა.
პროვინცია | |
---|---|
მოშიკო პორტ. Moxico | |
ქვეყანა | ანგოლა |
ადმ. ცენტრი | Luena |
შიდა დაყოფა | Alto Zambeze, Bundas, Camanongue, Cameia, Léua, Luacano, Luau, Luchazes და Moxico |
კოორდინატები | 12°00′00″ ს. გ. 20°00′00″ ა. გ. |
ფართობი | 223 023 კმ² |
მოსახლეობა | 758 568 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე | 3,40 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
ოფიციალური საიტი | moxico.gov.ao |
მოშიკოს პროვინცია აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ზამბიას, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. მოშიკოს პროვინციიდან სამხრეთით მდებარეობს კუანდო-კუბანგოს პროვინცია, დასავლეთით — ბიეს პროვინცია, ჩრდილოეთით — სამხრეთი ლუნდის პროვინცია. პროვინციის ფართობი შეადგენს 223 023 კმ²-ს[1].
მოშიკოს პროვინცია — აჯანყებულთა დაჯგუფება უნიტას ლიდერის ჟონას სავიმბის სამშობლოა. შედეგად მოშიკოს პროვინციაში განლაგებული იყვნენ უნიტას ძირითადი ბაზები. აქ დაიღუპა ჟონას სავიმბის უახლოესი თანამებრძოლი — საველე მეთაური ანტონიო დემბო, რომელიც გახდა წინააღმდეგობის უკანასკნელი დღეების ერთ-ერთი უპირველესი ფიგურა[2].
2014 წლის აღწერის შედეგების თანახმად პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 758 568 ადამიანს[3].
პროვინციის უნიკალურობა ასევე იმაში ვლინდება, რომ აქ ცხოვრობს 10 ათასზე მეტი ესპანურენოვანი ადამიანი (პროვინციის მოსახლეობის დაახლოებით 4,34 %), რაც დაკავშირებულია სამოქალაქო ომის პერიოდში (1975—2002 წლები) კუბელი ჯარისკაცების დიდი ხნით აქ ყოფნასთან.
ადმინისტრაციული თვალსაზრისით პროვინცია დაყოფილია 9 მუნიციპალიტედად:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.