მსოფლიოს ჩემპიონატი ფრენბურთში ქალთა შორის
From Wikipedia, the free encyclopedia
1948 წლის კონგრესზე ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება 1952 წელს ჩაეტარებინა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ქალთა გუნდებს შორის. ჩემპიონატის ჩატარების სისტემა ხშირად იცვლებოდა. 1960 წლამდე ჩემპიონატში უშვებდნენ ყველა მსურველ გუნდს, შემდეგ 16 და 24-ს. ფრენბურთის განვითარებამ მოითხოვა შესარჩევი ტურნირების ჩატარებაც. გარდა გუნდების რაოდენობისა იცვლებოდა ჩემპიონატის ჩატარების სისტემაც. გამოყენებული იყო როგორც წრიული, ასევე შერეული სისტემებიც.