მტაცებლობა
From Wikipedia, the free encyclopedia
მტაცებლობა — ბიოლოგიური ურთიერთქმედება, რომლის დროსაც ერთი ორგანიზმი, მტაცებელი კლავს და ჭამს მეორე ორგანიზმს, მსხვერპლს. მტაცებლობა კვების ქცევათა ერთ-ერთ ოჯახში შედის პარაზიტიზმთან, მიკრომტაცებლობასთან (ჩვეულებრივ მასპინძლის მოკვლას არ გულისხმობს) და პარაზიტოიდიზმთან ერთად (საბოლოოდ აუცილებლად კლავს მასპინძელს). მართალია ბევრი მტაცებელი ლეშს ჭამს, მაგრამ მტაცებლობა საფროფაგიისგან განსხვავდება.
მტაცებლები შეიძლება აქტიურად ეძებდნენ მტაცებელს ან ისხდნენ და ელოდნენ. როდესაც მსხვერპლი აღმოჩენილია, მტაცებელი საზღვრავს თუ როგორ შეუტიოს. ეს პროცესი ჩასაფრებულ მტაცებლობას ან დევნით მტაცებლობას მოიცავს. თუ ნადირობა წარმატებული აღმოჩნდება, მტაცებელი კლავს მსხვერპლს, საკვებად უვარგის ნაწილებს აშორებს და ჭამს მას.
მტაცებლები ნადირობაში ადაპტირებულები და სპეციალიზებული არიან და განვითარებული აქვთ ისეთი გრძნობები, როგორიცაა :მხედველობა, სმენა და ყნოსვა. ყველა მტაცებელს, როგორც ხერხემლიანებს, ისე უხერხემოოებს ბასრი კლანჭები და ყბები აქვთ მსხვერპლის მოსაკლავად და დასანაწევრებლად. ნადირობის ეფექტურობას ზრდის ისეთი ადაპტაცა, როგორიცაა აგრესიული მიმიკრია.
კამბრიული პერიოდის შემდეგ მტაცებლობა ევოლუციის მიმართულების მთავარი მსაზღვრელია.